ჭილი დიდგორი 21.09 .2008

ალბათ უკვე იცით თუ სად იწყება დილით ადრე შეკრება, და საიდან იძვრება სასტავი... ხოდა მოკლედ ზუსტადაც რომ მაქედან დავიძარით ყველანი, თუმცა ვუცადეთ კოტეს და ლადოს (რომელიც მგონი თბილისში საერთოდ არ ცხოვრობს , ან გუშინდელი სმის მერე დაავიწყდა სად ცხოვრობს და მოკლედ ტრასაზე შემოგვემატა.)




ბევრი სჯა ბაასის მერე წავედით სადღაც (მე ვერ გავიგე ჯერ
ჭილი იყო, ჯერ კარსანი თU მოკლედ რაც იყო ) თავიდან უბრალოდ ხრიოკ ადგილებში ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ და კოტეს მანქანამ გადაწყვიტა ნამეტანი მომივიდა ჰაბი (თუ ები, მოიცათ მეც ვისწავლი ოფროუდერულ ტერმინებს იიშ) გადამეღალაო და მოკლედ არ ჩაირთო, არ ჩაირთო და კოტემ და მისმა შტურმანმა (თუ შეიძლება ასე ითქვას , რადგან მერე ნახავთ თუ ვინ იყო ჭეშმარიტად შტურმანი და ვინ არის ესეიგი დამსახურებულად საუკეთესო თუ არა, ძალიან კარგი მაინც) დაშალეს ჰაბი, უფრო სწორად კოტე შლიდა და გიო თავგამოდებით უშლიდა ხელს.

ჩვენ კი ამ დროს სეირის საყურებლად იქვე დახრილ ადგილზე პატარა ამფითეატრი მოვიწყეთ და ძალიან საქმიანი სახეებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას (ამ დროს მინდა გითხრათ სამურაის მეპატრონეები გაცეცხლებულები ბჭობდნენ , ნუ თავისთავად რა მაგარია სუზუკის მიერ დანავაროტკებული რუბიკის კუბიკი )

სად იყო და სად არა კოტემ , გიოს დიდი მონდომების და მიუხედავად გააკეთა ჰაბი და ისევ
დავიძარით.


ბეევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ტალახს... მგონი ამ ტალახში წინა გასვლაზე მოვიზმუზნეთ დაჟე ხოომდა , თქვენ ხართ ჩემი ბატონი და გიგას მატარებლემა არც აცია არც აცხელა ჩაჯდა და პოზიციებიც გაიმაგრა ტალახში.
გაიმაგრა პოზიციები მაგრამ ვინ აცალათ, კოტემ სასწრაფოდ მოარგო მანქანა ხელსაყრელ პოზიციას და ახლა დაიწყო საუბარი იმაზე თუ ვინ იყო გიგას შტურმანი და საერთოდ ჰქონდა თუ არა გიგას თვითგადარჩენისათვის საჭირო აღჭურვილობა...

აქვე დავსძენ გიგას არც მისი შტურმანი და არც აღჭურვილობა
ხელს არ უწყობდნენ გადარჩენისათვის, მაააგრამ მააომ გიგას შტურმანს ქოქოლა და ცეცხლი დაააყარა და მოუწია საწყალს სირბილი ხან შატლებზე ხანაც შაკალებზე . ბოლოს ჩააბა როგორც იქნა კოტე გიგასთან, თუ პირიქით და ამოტორღიალდა. შემდგომი საინტერესო მომენტი (მოკლედ მოვყვები მიჩივლეს რაამხელა რამეებს წერ თავი გაგვანებეო და) იყო გუგსის ჩასვლა და არ ამოსვლა თუმცა გუგსი რისი გუგსია ხეელათ გადმოფრინდა შტურმანი (დიახ დიახ სწორედ ის იქნება შემდგომში დამსახურებული შტურმანი) მიაბა მოაბა რამის თვითონვე გაქაჩა და ამოვიდა . ბევრი ტორღიალის მერე უუცებ გიგას საბურავი გადასძვრა დისკს თუ მოკლედ რაც იყო ტალახები შევიდა და დააიჩუტაა პფიიიი ...

ნუ დიდი, არა არც ისე დიდი წვალებისა და კოტეს აღჭურვილობის დახმარებით ბორბალი დაუბრუნდა ჩვეულ სიმრგვალეს და განვაგრძეთ.

შემდეგ იყო კიდევ ერთი გუბე და თუ არ ვცდები შიგნით კოტეს მანქანა ჩავარდა (იმედია ქრონოლოგიურობა არ მერევა , გათანგული ვარ არადა რამ დამღალა ნეტა)

მოკლედ ვინაიდან და რადგანაც იქეთობისას სულ 3 ტალახი შეგვხვდა და 2 იყო ცოტათი საინტერესო, ბიჭებს გული დასწყდათ და ახალი გზების ძიება დაიწყეს იქნება სხვაგან არ გავხდეთ წასასვლელებიო, მოკლედ წინ მიდიოდა პუწევაძიწელი გუგსი ხოდა ისა საადღაც ჯანდაბა მაგათ, გააუვალ ეკლებში შეცვივდნენ , მაო დიაადი შტურქალი გადავიდა და ფეხით მიდიოდა მაარაა ვაი ამ სვლას , როდესაც აღმოაჩინა რომ წინ გზა არ იყო და უკან დაბრუნდა, მე ასე რომ არ მოგატყუოთ 100მდე მცენარე ზღარბის ნაირსახეობის გამოცლა მომიხდა მისი ტანსაცმლიდან, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე რომ ჰქონდა მიკრული


იქიდან რომ მოვბრუნდით უკან, გიგამ რა ჩაატარა ვერ გავიგეთ, მააგრამ ისა რადიატორს მოუხდინა რაღაც , ხომდა როგორც კი გავივაკეთ შევჩერდით და ბარემცხ წავილუკმავეთ.აამის შემდეგ უკან დაბრუნებისას გუგსმა ისევ გადაწყვიტა ახალი მიწების დაპყრობა (კოლუმბია რა ფაქტიურად) და უუცნაური გზებით გვატარა ხოომდა თქვენ ხართ ჩემი ბატონი, ამ უკან დაბრუნებისას ძოხოოც გაგვეჩითა (მოკლედ დასაწყისიდანვე ვუგზავნიდი მმს რეპორტაჟს და გულმა არ გაუძლო და დიდი წვალების მერე მოგვაგნო)

ხომდა მოკლედ წავედიით ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ( ა ხომ ამ სიარულ სიარულში გიგას მანქანა გამგელდა თუ გიგა გამგელდა და დიდად აღარ წვალობდა ტალახებში გავლისას)
ერთგან გზა გაიყო და კოტე და დანარჩენი მანქანები წავიდნენ ზემოდან გუგსი ქვემოდან და მივადექით მარა რაას მივადექით , ღმერთმანი... დებილურ ჩასასვლელს და ეგრევე ხელათ ტალახს... ნუ კოტემ მოზომა და ჩავიდა, თურმე კარგად ვერ მოზომა აგვასრილა დაგვასრიალა და მოკლედ გადაგვაქანა მარჯვნისაკენ, ნუ გადაგვაქანა რა გადაქანების მომენტი იყო ჟუტკი თორე მერე ბიჭებმა ხელათ დაამძიმეს (ანუ ჩამოეკონწიალნენ ) მარჯვენა მხარეს და ჰოპს კოტე ისევ დაბრუნდა სწორ ჰორიზონტალურ მდგომიარობაში.

მერე ჩამოვიდა შოკოლადო რომელსაც ნუ გზა და გზა მთელი ავტონაწილები სძვრებოდა და ხან ვინ იჭერდა ჰაერში, ხან ვინ ეძებდა დაბლა ნუ მოკლედ, შემდეგ იყვო აჩი , გიგა და ძოხო. ძოხო რააღა თქმა და საუბარი უნდა ახტა და ჩახტა ისე რომ საჭეც არ აუქცევია... დავსძენ ჯალამბარი (ოხ ეს ღვთიური სიტყვა და საშუალება, რომ არ იყოს ნეტა რა ეშველებოდა)გამოიყენა და ხელათ ამოვიდა. (ა ხომ აქ ძოხოს მისი შტურმანი სულ ტყუილად ყავდა ისევ გუგსის შტურმანი (მამა და მარჩენალი ყველა მანქანის ა მგონი) იჯდა კაპოტზე და აღრჭიალებდა ჯალამბარს პულტიდან. შემდეგ უკვე გადავდიოდით საითღაცკენ მგონი დიდგორისაკენ , ხომდა მარცხენა მხარეს გამოჩნდა საქონლის საზაფხულო სადგომი რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი უსიმპატიურესი და უწვნიანესი გუბე (უფრო სწორია მოჭაობო ელემენტი) იყო განლაგებული .

მერწმუნეთ ყველას ერთდროულად გაუელვა თავში აზრმა და სასწაულ სინქრონში ჩავედით ყველანი ქვემოთ.

აი აქ დაიწყო, ნუ ჯერ ძალების მოსინჯვა დაიწყეს პატარა უფრო ნაკლებად ღრმა და ბოროტ გუბეში, პირველი გაატოპა ძოხომ (ის ხომ თავს როგორც სახლში ისე გრძნობდა , კაკ ნი კაკ საქონლის სადგომთან ახლო ვიყავით) იარა ვ დოლ ი პაპერიოკ, თხარა იღმუვლა ნუ მოკლედ სასწაულები , დახოცა ათეულობით ბაყაყი (ისე დღეს არავის დაუკლია იმ ბაყაყებისათვის და ბეევრი დაიხოცა ნამდვილად) შემდეგ გუგსმა იგივე გააკეთა, მოკლედ კოტეს გარდა მორიგეობით ყველამ იბანავა ... შემდეგ კი როცა მობეზრდათ, წარბაწეულმა კმაყოფილი სახეებით გადმოხედეს მეორე გუბეს (დღეს მაგარ სინქრონში ფიქრობდნენ ოფროუდერები , კაი დღე იყო არა მაგნიტური)


ხოოდა კოტემ რომელიც იმის საწინააღმდეგო კიდეზე იდგა სადაც ჩვენ განვთავსდით , რააზგონი აიღო თუ არა არ მახსოვს , მაგრაამ დააასტოინაად შევიდა და გააქვავდა, არა შევიდა და ჩაიძირა (მარა რაც მერე ძოხომ ქნა მაგას ვერც კი მიუახლოვდა) მოკლედ კოტე გუგსმა ამოიყვანა (უფრო სწორად ჯერ გმირულად შევიდა მყაყე სლიპინა ტალახში გუგსის შტურმანი , აუ სახელებთან რა ცუდად მაქვს საქმე ვერ ვიმახსოვრებ რა მგონია ნიკა , ნუ ან შეიძლება არც ქვია ნიკა ნუ ენივეი ) და , რა თქმა უნდა რა გამოცნობა უნდოდა მაგას ძოხო მივარდა და შეერჭო ტალახში (რა ეგონა ვერ გავიგე მაგრამ მაგას სულ მასე ჰგონია ნუ ან თვალს აკლია მე ვფიქრობ ) , არა შერჭობა არ იკმმარა აბუქსავა და აბუქსავა, იმდენი აბუქსავა რომ წინა მარცხენა ბორბალი სულ მთლიანად, საააერთოდ დაფარა ტალახმა და წყალმა, მაგრამ ხომ არ გგონიათ ეს ეყო ძოხოს, ნურას უკაცრავად...

ისეეევ გააგრძელა ბზრიალ ტრიალი , მანამ სანამ უარი არ უთხრეს საერთოდ ჩაბმაზე... დიდი წვალების შემდეგ კოტემ ძოხო ამოათრია აი ნამდვილად ამოათრია , ძოხო იქ იზავდა რამე ს თუ არა არანაირი მნიშვნელობა აქრ ჰქონდა.

შეემდეგ გადავინაცვლეთ წუმპის მეორე მხარეს და გუუგსმა გადაწყვიტა თითქოს ერთი შეხედვით უფრო ადვილ ნაწილზე სიგანეზე გადავალო.... გადავიდა მარა რა, გაეჩხირა და გლუშიწელიდან ბუშტების გამოშვება დაიწყო(მგონია ვერა რეჩკის მერე მაგის ჰობი გახდა ეგ)



აქ მაომ ჩაატარა რაც ჩაატარა.... ადგა და მუხლებამდე შეჭყაპუნდა ჭაობში ასე ნება ნება გაისეირნა (მგონი დიდი ხანი იდგა ძოხოს გვერდით ..) ჰოდა შესვლით კი შევიდა და ტროსიც მიაბა მარაა გამოსვლა ხომ უნდოდა მოკლედ ძლივს ამოეწო , იმ სატუმბი ჭაობიდან და გუგსი ამოიქაჩა, მაგრამ არ ეყო და მეორედაც შევარდა.... ისევ ამოიქაჩა... მერე კოტე შევიდა და გმირულად დარჩა ბრძოლის ველზე, რა თქმა უნდა ისევ მაომ შეცურა , მგონი თავს რაღაც ბაყაყის ობრაზში გრძნობდა... კოტეც ამოყვანილ იქნა ხელათ.

აი შემდეგ რაც იყო ეს უნდა გენახათ უბრალოდ სხვა შანსი ამის აღწერის არ არის.

აჩი შევარდა ველურივით (როგორც იცის ხოლმე რა ) ნუ შევარდა, გაეჩხირა და კიდევ კაი უკვე ტროს მიბმული იყო, ბიჭებმა მოკიდეს ტროსს ხელი , დაქაჩეს ერთი, ორი , სამი და აჩი ისევ ამოვიდა ზემოთ ( არადა აჩის ბოლო წუთამდე ეგონა მე თვითონ ამოვდივარ ასე ჰაეროვნადო) ისევ შექანდა და მიაწყო სასტავი ამ ტროსზე ზედ, რა თქმა უნდა ისევ გაეჩხირა და ასე რამდენჯერმე და ყველაზე სასაცილო ის იყო რომ სასტავს ეს ტროსი ეჭირა და დარბოდნენ ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ და ატრიალებდნენ აჩის საითაც უნდოდათ , იდეაში ხალისობდნენ აჩიზე , მაგრამ ვინ უფრო იხალისა ეგ ვიდეოს ნახვის მერე თქვით.

მოკლედ ასე , ამის მერე ჩვენ დავბრუნდით უკან, უკვე ბნელდებოდა და თანაც გრძელი გზით დაბრუნდით და მოკლედ , ა ხო ქალაქში უკვე ძალიან ცუდად მოვიქეცით და ყველას წინა შუშები მოვუზმუზნეთ გულიანად ძოხოსდისკებზე (ეტყობა იცოდა რომ გამოგვადგებოდა) დაგროვილი ტალახით. მოკლედ დღე საუკეთესოდ დასრულდა!!!


ბრავო!

Post a Comment

5 Comments

  1. Anonymous3:17 PM

    მერე მაგ მანქანების გარეცხვა არ გეზარებათ ხოლმე? :გიგი:

    ReplyDelete
  2. ეგ ცალკე მუღამია კიდე :)

    ReplyDelete
  3. ეუ,. ამეებს რომ ვკითხულობ გულზე ვსკდები, მეც მინდა ოფროუდზე :/

    უუ ჩამოვიდეს მამას ახალი მანქანა, იმ ნივას დედას ვუტირებ,მაინც ამოვთხრი და წამოვალ

    გრრ :P

    ReplyDelete
  4. sal ne tak ta prosta camoxval :D
    manqana mzad unda gyavdes ;)
    da magas kiido beevri racxeebi unda :mo:

    ReplyDelete
  5. hoo, kai, waval maSIn mersedesiT vivli da mamas niva yavdes da magan iaros mTebSI isev :mo:

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!