ხიდების ბლოკირება, ოცნება წვიმაზე და ტალახის აბაზანები კახეთში


უი კსტაწი ისა რა ქვია და რაღაის კსტაწი...

დღეს დილით 8 საათზე (ბლინ რატომ იკრიბებიან ამ დროს როცა გასვლა არ გამოდის 12მდე) ოფფ-როადერები იკრიბებოდნენ ფოთოლასთან ( ნუ აი ის რა ვითომ მამრი რომ დგას სპორტის სასახლესთან და ფოთოლი აქვს ამოსული ) მოკლედ სხოდკა კი იყო დროული კი არადა ყველა ლევანის გარდა დროზე იყო ადგილზე. ნუ კაი ჯანდაბას ეგ იქით იყოს, მაომ ფული ააგროვა თუ მოიტხოვა უფრო სწორია და მე, მაო და ბექო წავედით საპროდუქტოდ ( ნუ საკვების შესაძენად რა) . ვიარეთ 9ზღვა და 9მთა გადავიარეთ, ა თუ ეგ მერე იყო, მოკლედ ვიყიდეთ ყველა საჭირო საკვები მაგრამ გზა და გზა მტელი სასტავი მოდიოდა აბირჟავებდა იშლებოდა , მერე იკრიბებოდა და ისევ მიდიოდა.

ნუ როგორც იქნა დავადექით ტრასას და ამ დროს ცამოჰკრა უბედურების ზარმა (ნუ მთლად ზარმა არა , ეს უფრო მაოს მეხსიერება იყო ) რომ თურმე კითრა და პამიდორა დაგვავიწყდა, ნუ მოკლედ სასტავი აქოთქოთდა და მაოს და ბექას არ დაანებეს უკან დაბრუნება და ყიდვა (აქვე საიდუმლოდ დავამატებ მათ ეს მაინც მოახერხეს, მუხანათურად უკან ჩამორჩნენ და...)

ხოდა ტავიდან კი ვიყავი ბექოს ბალასტი ( ეს იმიტომ რომ ლევანი არ ეწერა სიაში) მაგრამ ტრასაზე შემოგვიერთდა და მე წიტელი ზიზინა პაჯეროს წინა "სიძენიაზე" (ნუ ეს სიტყვა ვერაფრით გავიხსენე და მომიტევეთ რა)მოოვკალათდი. (ღმერთმანი ბექოს მანქანის მერე პაჯერო რა პატარა და საყვარელი სალონის მქონე მანქანაა).

ნუ დავიძარიით მარშრუტი არ ვიცოდი და ამ მომენტამდე არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ კაკაბეთში ავედით (ეეს ჯერ ჯერობით კახეთია , რა ტქმა უნდა მათაც თუ დამოუკიდებლობა არ მოუნდათ უცებ) ავედით და დავეწყვეთ. სასწაული სანახავი კია მტვრის ბუღში და ორომტრიალში გახვეული 7 მანქანისაგან შემდგარი კოლონა და პირღია (ბლინ მტვერი მაინც არ ჩასდით, მარა რა რადნოია და ეგ არ აწყენთ მაგათ) მოსახლეობა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, არა ვიარეთ არ ერქვა მაგას, გავითვიფეთ და მე და ლევანი მტვერის ყლლაპვით პილტვები დავივსეთ (ეს ერთი საძაგელი ოფროუდელის ვინმე გიორგი ჩოქურის დებილური საბურავის ბრალია , ძირს არაფერს აჩერებს და რისი დატრიალებაც შეიიძლება ყველაფერი ჰარეში ააქვს). ლამაზი ადგილები ვნახეთ სიმართლე რომ ვთქვა მაგრამ ისეთი ხრიოკი კაქტუსიც რომ უარს იტყოდა ამოსვლაზე. ნუ დავესვენეთ საკვებად. (ეს მოკლედ იმიტომ გიყვენით რომ შუბლზე დრო და დრო ენტერი მეწერება ისე მეძინება და ისე დავიღალე ტანაც ნუ ჯერ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა) ვიკვებეთ მერე ავყაყანდით , მე ძოხოს მანქანაში შემთხვევით მეძინა (ტოესწ ნუ კომფორტულად მოვთავსდი სკამზე რომელიც ძოხომ იდეაში მისთვის მოიწყო მარა ვიიინ აცალა), ფრიად კარგი იყვო, მერე ავიშალენით.ამ გზაზე წიტელი ეშმაკი დამხმარ კალიაში გადაშლიგინდა სადაც წონასწორობა ვერ შეიკავა და წაყირავდა, მაგრამ ოხ რომ არსებობს ფანტასტიური გამოგონება ჯალამბარი.


ის ის იყო გავტრასავდით დავლაგდით და თითქმის დედასქალაქში წამოსვლა დავაპირეთ რომ ახალი იდეა წამოიჭრა, არა წამოიჭრა რა დრაივერ ბიძიამ (აკა რედ დევილმა) წამოჭრა. მაგრამ ეგ მერე შესვენების და ბირჟაობის დროს ძოხო გაფუნაგორიახოჭოვდა და დისკავერის ბამპერის ნაწილიდან მოაზლიპნა ტალახი კარგად მოემზადა ჰაერში აისროლა და ძალიან იხალისა თუ როგორ დაეტყიპნა წებოვანი ყავისფერი მასა ძირს (ძალიან ნუ გაკიცხავთ ეს ხომ მისი ბრალი არაა) ასე ერთობოდა ძოხო, მერე აიყოლია აზია (მმ ამ ადამიანის სახელი აზრზე არ ვარ რა არის სინამდვილეში) , ნუ მოკლედ ბევრი სჯა ბაასის შემდეგ 4მრბენმა გადაწყვიტა სახლში წასვლა და ტალახის მოყვარულმა ბიჭინამ ის სულ შუშებზე სლიპინა მასის ზელვით გააცილა (ისე კარგად კი გადარჩა რომ ვთქვათ)

ხოოდა გამიგრძელდა ისტორია და სადრაგ საგარეჯოდან კი არადა ბლინ პატარძეულიდან მგონი ავედით ისევ მაღლა მაღლა ტყეში (მანამდე ჯანდაბა და სად შევეჩეხეთ კაცმა არ იცის ადამიანი რომ აჩის და ლევანს ენდობა , პრი ეტამ გზის გაგნებაში არ იყო არც ერთი) ისე სიმართლე რომ ითქვას აიი აქ დაიწყო რაც დაიწყო.. (ნუ არა მართალია ახლა ოფფებისათვის ეს დიდი ვერაფერი ხეირიანი ვერ იყო მარა ამ ხიხინა ხრიოკ ზაფხულში ესეც რომ იყო მისწრებაა)
ნუ მოკლედ პირველივე ბუგორის შემდეგ გაიჩითა ზიპპინა, წებოვანი, სლიპინა მოკლედ მყაყე ტალახი. (როგორც აღმოჩნდა ეს ტალახი ასევე ცნობილია როგორც სტალკერას გუბე, გუბისა იქ არაფერი იყო მარა ფი ნაწუმპარი იყო ნამდვილად) ნუ მოკლედ ყველა მორიგეობით ცდიდა მის და მისი რაშის (ზოგიერთები მათ მანქანებადაც მოიხსენიებენ) შესაძლებლობებს. და აი დადგა დისკავერის რიგი (ისე რაღა დაგიმალოთ და დაციგაობდა ტალახში) ჰოდა შევარდა ტალახში , გაექანა გამოექანა და ჩამოეკიდაა :) ნუ იარა წინ უკან , მერე ისევ წინ და ისევ უკან, დანარჩენები კი ხან ხავილით ხან რჩევებით ხანაც დუმილით ცდილობდნენ დახმარებას. არ გამოვიდა დისკავერი ვერ ავიდა ტალახოვან აღმართს და შემოვლითი გზა გამოიყენა, შემდეგი აღმოჩნდა დიდი ტოყოტა, გაექანა გაეჭედა ერთი, გაჭედა ორი , სამი მოკლედ ბევრი და ბოლოოსს აშლიგინდაააა....

ასე გავიარეთ პირველი ტალახი, შემდეგ კი (ნუ რადგან წიტელი ეშმაკი ბოლო მიდიოდა ) მივედით ტალახამდე იმ მომენტში როდესაც აჩი იყო გაცხერილი, მოკლედ აწვალა აწვლა მანქანა, სემდეგ კი დაასკვნეს რომ რაღაც (ეს მთლად კარგად ვერ გავიგე რა იყო თუმცა რაღაც მუხრუჭთან დაკავშირებული რომ იყო კარგად დამამახსოვრდა) გავესო ტალახით. ნუ მოკლედ ამ მეორე ტალახში ყველამ საყვარლად გაიშლიგინდა და გავაგრძელეთ გზა.... მერეე შეგხვდა უკიდეგანოდ უკიდეგანო კალიები , სადაც ნუ კიდე კიდე უნდა გაგვევლო და მოკლედ ფრიად სახლაფორთო რამე იყო.....
მოკლედ სულ ახლახანს დავბრუნდი და უკიდეგანოდ კმაყოფილი ვარ.....
წარმომიდგენია რა მაგარია შემოდგომასა და ზამტარში ...
უჰუჰუ!
ა კიდევ ხო ისა დღეს გავიგე რა არის ბლოკირება, კარდანი, საწვავის არასრული წვა მოკლედ ბევრი რარაც რაც ჯერ არ ვიცი როდის გამომადგება....
კიდევ ისიც გავიგე რომ მტვრიან გაზე უკონდენციონერო მანქანით "იოლკის" უკან სიარული არაფრით არ შეიძლება ნუ აი არაფრით......

სულ ეს იყო რისი მოყოლაც შემიძლია ამ ეტაპზე, ახლა კი დროა ენტერზე დორბლის ღვრას შევეშვა და ბალიშზე მოვტავსდე (ნუ არა მთლიანად რა ტქმა უნდა ვერ დავეტევი მხოლოდ თავის დადებას ვგეგმავ)


ამ სულ ახლახანს გავარკვიე აი ეს იყო მარშრუტი :) - კაკაბეთი-ჭერემი-კაჭრეთი-პატარძეული-ჟატი-ხაშმი

Post a Comment

2 Comments

  1. რამენაირად მსნში ან სკაიპშჳ მოდი :უსერ:

    ReplyDelete
  2. Anonymous4:46 PM

    აუ შენ იმენნა ველად ხარ გავარდნილი ხო? რამდენს დაბოდიალობ გოგო :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!