გამოუსწორებელი პატრიოტი ვარ ანუ რეპორტაჟი ხევსურეთის გასვლიდან

http://www. off-road.ge


მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მქონია უცხოეთში სასწავლებად თუ დასარჩენად წავლის პონტები , ყველა ჯერზე უარს ვიძახი და ფეხებს ვაბაკუნებ. დედაჩემს დღემდე მგონი იდიოტი ვგონივარ მაგის გამო და ნუ მამაჩემმა კი ხელი ჩაიქნია.

არა თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორია გქონდეს სამოთხე დედამიწაზე და თან არაერთი. დიახ დიახ მე მაქვს სამოთხეები , ჩემი სამოთხეები დედამიწაზე, ახლა კი მათ რიცხვს კიდევ ერთი- ხევსურეთი შეემატა.
შაბათ კვირას გახლდით ხევსურეთში - off-road ტურში, ჩემზე კმაყოფილი არავინ მეგულება ახლა ამ წამს.

მოკლედ ქვემოთ არის ჩემს მიერ დაწერილი რეპორტაჟი რომელსაც რა ტქმა უნდა თან ახლავს ფოტოები :) შეძლებისდაგვარად....



ვეცდები მეტ-ნაკლებად დაწვრილებით მოგიყვეთ მთელი ვოიაჟის შესახებ:

დაიწყო იქიდან რომ 9 საათზე შევიკრიბეთ ან უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა ვცადეთ შეკრება, შეკრება შეკრებად მაგრამ დიდ ხნიანი სჯა ბაასისა და გაცნობის შემდეგ დავიძარით კი არადა გავნაწილდით დავალებებზე 12 საათისათვის. ზოგიერთები სასაჭმლედ ზოგი კი სანახშირედ გავნაწილდით.

მოკლედ საყიდლების დროს არაფერი საინტერესო არ ხდებოდა და მანქანას რომელშიც მე გახლდით (წითელ ეშმაკად წოდებული) ცოტა ხანი ტრასაზე ლოდინი მოუწია რადგან ბერკეტის მანქანის საბარგულს პრობლემები ჰქონია როგორც მერე შევიტყვეთ. ასე დავირაზმეთ და დანარჩენ სამ მანქანას კიდევ უფრო შორს შევხდით (მათ ფაქტიურად ნაქეიფარიც კი ჰქონდათ იმდენ ხანს გველოდნენ) და დავიძარით მარა რა დავიძარით.
რა თქმა უნდა გზაში რაცია ყველა მანქანს ამშვენებდა და ეს ყველაზე სასაცილო იყო რადგან მთელი გზა ბერკეტი და ბერკეტუნა ხან მღეროდნენ ხანაც რაღაცეების და ვიღაცეების ფანები ხდებოდნენ.იმ მანქანაში რომელშიც იჯდა ნიკა (და ის მგონი მეორე ნიკას მანქანაში იყო) ჰქონდათ 2 რაცია, ისინი ფაქტიურად გამანაწილებლები იყვნენ, ეს იმიტომ რომ ბექას ძერზკი რაციები ჰქონდა და ეს წაწკალი პაწუა რაციები მათ ტალღაზე ვერაფრით ვერ ჯდებოდნენ. ასე იყო თუ ისე მთელი გზა ისმოდა რაციებში ხმაური საუბარი და ანეკდოტებიც კი.

წითელ ეშმაკში საქმე უფრო ესეიგი სხვანაირად იყო , ვინაიდან და რადგანაც ოპერატორი, ფოტოგრაფი და მოკლედ ამ გასვლის მატიანე გიორგი ამ მანქანაში გახლდათ (და ის მთელი გზა ესეიგი აქტიურად მოძრაობდა, ხან ფანჯრიდან იყო გაყოფილი მტელი გზა ხანაც უკანა ან წინა შუშიდან ირებდა რაღაცეებს) ჩვენ წინ მივდიოდით და უკან ფრიად სასიამოვნოდ ნაწილდებოდა ოფროუდელების
არც ისე პატარა კოლონა რომელიც მტვრიან გზაზე ანთენბული ფარებით მოძრაობდა და კაი სანახავი იყო.

ამავე დროს ჩვენს მანქანში ისეთი ტექნიკური საუბარი მიდიოდა რომ მე ბოლტები, რემნები და პანიჟენიები დამემართა და საბოლოოდ ვიქეცი პაჯეროდ :D და კიდევ გადავწყვიტრე რომ თუ როდესმე საოფროუდე მანქანს ვიყიდე აუცილებლად ვეცდები დრაივერ ბიძია დავითანხმო მისი მანქანის გაყიდვაზე :D :D

ასე მივდიოდით დიდი ხანი დაიწყო ხეობა , მარა რა ხეობა , გარშემო სიმწვანე დაბლა ხრამები, მდინარე და მოკლედ გარშემო
ზღაპართან მიახლოებული გარემო იყო, რომელიც ნელ ნელა დავიწროვდა და ქვემოთ დაეშვა.

ამ ხეობაში როდესაც ვმოძრაობდით დაწალიკებულები წინ გამოჩნდა ძალინ უცნაური სამი ელემენტი ორი ყვითელი და ერთი წითელი ისინი განაწილებული იყო მდინარეის კალაპოტის გარდიგარდმო თიტქოს რაღაც სტარატეგიული პუნქტებიაო და როგორც გადმოცემით ვიცი გირამ თქვა ესო კარვებიაო მო ვიციო "უ მენია საკალინნი გლაზო", ოოდა თქვენ ხართ ჩემი ბატონი მივედით ამ "კარვებთან" და ჰოი საოცრებავ ეს საძაღლეები აღმოჩნდა , ანუ სახლუკები ძაღლებისათვის რათა მათ ფარის დაცვის დროს თავი სადმე შეაფარონ, მოკლედ აწ და მარადის გირას შეერქვა "საკალინნი გლაზ".

გზაში ყველა გაჩერებისას რაციაში ისმოდა ფრაზა კაია კაია იქნება დიფ ლოქიც წამოგვეწიოსო, მარა აბა ჰა ეს დიფ ლოქი არა და არ ჩანდა.



მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივაღწიეთ შატილს, ის როგორც გიროგიმ თქვა სასწაულია

რადგან უუუვიწროვეს ხეობაში მიდიხარ

მიდიხარ და ბაც უცებ მთა ქრება და იშლება ქალაქი , დიახ დიახ ქალაქი შატილი. ძალიან

ლამაზი ადგილია უცნაურად ნაშენი ნქვებით და ვიიწრო საცალფეხო "ქუჩებით". შატილში ნაწილი გადმოვეფინეთ მანქანებიდან და შევცვივდით საპაპარაც სანახავდ. ძალიან ნასიამოვნები კი დავრჩით.












ხოდა იმ დროს როდესაც ვტკბებოდით შატილით მანქანების დიდმა ნაწილმა ატეხა ჰაი და გვშიაო და გაქრნენ , არMოჩნდა ისე როპმ დარჩა მარტო წითელი ეშმაკის ეკიპაჟი შატილში და დიდი ფიქრის და ძებნა ძიების შემდეგ მივხვდით კი არადა სხვა ვარიანტი არ დარჩა და წავედით საბანაკო ადგილას (სახელი არ მახოვს ნა ზლო) რომ მივედით მზრუნველ თანაოფროუდერებს უკვე დაეწყოთ დალაგება ამოწყობა გაშლა გამოშლა სუფრებისა თუ კარვების.



როგორც იქნა მოსაღამოვდა ბუზებმა კოღოებმა და ხოჭოებმა დრო იხელთეს და მსხვერპლებად გვაქციეს მაგრამ ვინ როგორ იგერიებდა მათ , ზოგი ალკოჰოლის სისხლში შეშვებით ვაი და გვიკბინოს დათვრება და ჩამოვარდება ან სულაც ვერარ გვიკბენსო, მე მაგალიტად დიდი ხანი ვიდექი მწვადის ბოლში (უტყუარი საშუალებაა შებოლვა მწერების საწინნააღმდეგოდ.

ჰოდა ასე გაჩაღდა და რა გაჩაღდა, ამ დროს აღმოჩნდა რომ ტიკოს გირას ვალი ჰქონდა 10 სიმღერა და ჰოი საოცრებავ მათ მანქანში გიტარაც კი იყო ჰოდააა დაიწყო ქონცერთი. ნუ არა რაც მართალია მართალია ნინი და თიკო მრეროდნენ მე და კიდევ სხვები ვისაც არ ეზარებოდა ვურევდით.

ასე მხიარულად ვატარებდით დროს მაშინ როდესაც ესოდენ უცნაურ არსებას დიფ ლოქს (დამავიწყდა მეთქვა რომ მან და რაიდერმა მოაღწიოეს ჩვენმადე მოსაღამოებისას) მოუნდა ჩაბმა შებმა თუ როგორცაა:D ჰოდა ჩააბეს მანქანები დიფ ლოქმა და წითელმა ეშმაკმა და დაიწყო კი არტადა დადგა მარა რა დადგა, მტვრის და ბუღის კორიანტელი, დამწვარი საბურავებისა და "სცეპლენიის" (ჯანდაბა ნეტა როგორაა ქართულად) სუნი. მოკლედ მათი შემხედვარე მერე ყველაში გაიღვიძა ჩაბმის სურვილმა თუმცა თუ არ ვცდები იმ საღამოს დიფ ლოქს მხოლოდ გირაღა ჩაება, ოოდა გითხრათ ამ ჩაბმა გაწევა გამოწევის დროს, მაომ გააჩერა მონაწილეები და უნდოდა ტროსის მოხსნა და ბაც დიფ ლოქში იფეთქა ისევ ჯობნის ჟინმა დააწვა გაზს და ოჰო, მაო ძირს აღმოჩნდა გაშხლართული, რადგან წითელი ეშმაკი მოუმზადებელი აღმოჩნდა და ტროსის გაქწაჩვისას უკან მკვეთრად დაიძრა ამ დროს კი მაო ჩაცუცქული ხსნიდა ტროს, მანქანა მაოს მიასკდა და გადააყირავა. არ ინერვიულოდ მაო გადარჩა მხოლოდ იმ დღის თავბრუს ხვევით და ახლა უკვე საშუალო სინიაკით გამოძVრა.


ამი შემდეგ ყველა მიხვდა რომ სასმელი მანაქნას რაღაც ვერ უხდება და ისევ მაგიდებისაკენ გადაინაცვლეს.

მარა აჰაა ვინ გაცალა გაწვიმდა მარა რა გაწვიმდა (ცემმა ჯადოქრობამ დიხანს ვერ გაჭღა) ჩვენც აღვსდექით და შევიყუჟეთ კარვებში, კარვებში რომელთა გამოცდაც წვიმის ქვეშ რატომღაც (აქამდე სად იყვნენ ნეტა) ამ გასვლაზე ხდებოდა.

ახლა გითხრათ აი გინახავთ მულტფილმებში წყალი რომ დგება ხოლმე საცხოვრებელ ადგილას და ყველაფერი რომ ტივტივებს რა გაოგნებულები იღვიძებენ გმირები, დაახლოებით ეგრე გამაღვიძა მე ლევანის ხმამ ღამის 5 საათზე "მარიამ, მაარიამ" გავახილე თვალი და ფანრის შუქზე მამცნეს რომ ლეიბი რომელზეც მე ლევანი და გირგიო ვიწექით კედლიდან უნდა მოგვეცილებინა რადგან კარავში კოჭამდე წყალი იდგა ხოლო კედლები მთლად გალუმპულიყო. ნუ გავიღვიძე თავი ავწიე და გამახსენდა მაიო ხომ პარალონზე წევს დაბლა, გავხედე და რას ვხედავ , მაოს სახეზე აფარაია, აი ზუსტად მთელს სახეზე აფარია კარავი და სუნთქვისას ის ხან აიწევს ხანაც დაიწევს. გული გადამიქანდა კიდევ კაი არ დაიხრჩოთქო გავიფიქქრე. მოკედლ აღმოჩნდა რომ ჩვენს გვერდითა ორ კავასაც სადაც ბექს მანქანოსნებს და გირას მანქანოსნებს ეძინათ ასევე დატბორილ ნაბანავები იყო.


ასე თუ ისე ყველამ მოვახერხეთ დაძინება, მეორე დილამდე არაფერი აღარ ხდებოდა მანამ სანამ არ გავიღვიძეტ და სამი მანქანა არ დავიძარით მუცოსკენ, მუცო სასწაულად ლაამაზი აღმოჩნდა , მაღალ მთაზე აცოცებული ციხე რომრლიც ხეობას გადაჰყურებს დამეთანხმებით საკმაოდ შთამბეჭდავი იქნებოდა. დავიშალეთ და ყველამ მისთვის სასიამოვნო რაღაც იპოვა, ზოგი კლდე კლდე აცოცდა ზოგიც წესიერად ბილიკს აუყვა , ზოგი კიდევ აკლდამებთან მუსიკის მოსასმენად დარჩა. ასე იყო თუ ისე დავბრუნდით მანქანებთან და რის ოფროუდ გასვლა იქნებოდა თუ არ შევამოწმებდით ჭორს რომ არდოტისკენ გზა არ იყო, ან უფრო სწორად მეწყერ ჩამოსული და ატალახ ათოვლიანებული გზა უნდა ყოფილიყო სადაც ვერ უნდა ავსულიყავით. რა ტქმა უნდა ისევ გაცრუვდა იმედები, გზა ნამეტნავად ლამაზი და სწორხაზოვნად სუფთა აღმოჩნდა.






უკანა გზაზე ვიგრძენით რომ უკიდეგანოდ მოგვშიებოდა (ა აქ უკვე მხოლოდ როი მანქან ვართ წითელი ეშმაკი და ყოჩაღი ტოიოტა -მგონი არ მეშლება ბექას მანქანა), ხოდა რაციაში წუწუნ წუწუნ ზუზუნ ზუზუნით ვბრუნდებოთ უკან როდესაც გზაზე სად იყო და სად არა , არა უფრო სწორია გზის მარცხენა მხარეს მდინარეში ტრაქტორეის კვალი გამოჩნდა და რაციაში გაისმა ხმა რომელიც ლევანის ხმას ერთვოდა ნახეთ მარცხნივ ხომ არ...

რა თქმა უნდა ეს ხომ არ მოქმედებაში მოვიდა და ორმა მანქნამ ცურვაში შეჯიბრი მოაწყო, დამარცხებული არავინ აღმოჩნდა ორივე მძღოლი მანქანიანად მის სიმაღლეზე იყო. ასე დავბრუნდით ბანაკში ხოლო იქიდან დიდ ხნიანი ბოდიალისსა და ალაგება დალაგების შემდეგ უკან დავბრუნდით ქალაქში, არადა ყველას გვენანებოდა ხეობიდან წამოსვლა




იმედია ძალიან არ დაიღალეთ კითხვით, არაფერი გამომრჩა და კიდევ მომიტევეთ თუ შეცდომები იქნა.




ფოტოებს კიდევ დავამატებ როგორც კი მექნება დანარჩენების ფოტოებიც.

ჯერ კი აქ წარმოდგენლი ფოტოები გადაღებული
© ნიკა ვარძელაშვილისა და ჩემს მიერ.

Post a Comment

6 Comments

  1. რა მაგარია. მეც ვიყავი ხევსურეთში 3 წლის წინ, მაგარი იყო, დღემდე მაქვს გამოყოლილი ის განცდა და ემოციები : )

    ReplyDelete
  2. რა მაგრა წერ გგგ "გითხრათ" "ესეიგი" :love:

    ჰმმ დააბინძურეთ გამონაბოლქვით ხევსურეთის წმინდა ჰაერი ხო??

    ეემ და ნაგავს რა უქენით? :user:


    მაგარი ფოტოებია :jump:

    ReplyDelete
  3. nagavs eseigi rac iyo bunebrivi magalitad sazamtroebi davfalit, qagaldebi davcvit celofnebi plasmasebi da botlebi ukan camoviget da digmis urnashi chavytaret :D


    mi ne zasariaem sredu!!


    ho ravic ase vwer sul :D :rolleyes:

    ReplyDelete
  4. mmm dedamitsa amakobs TqveniT! :D

    ReplyDelete
  5. აუ რა მაგარი დრო გიტარებიათ...
    :შურიანისმაილიკი:

    გრამატიკული შეცდომებისდა მიუხედავად და ერთი წინადადების ორჯერ წაკითხვით შინაარსი მაინც მოვახერხე და გავიგე...:D :D :D

    მაგარიაა...

    ReplyDelete
  6. Kate
    ме картули ар мекеркева....

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!