ქართულьი ქორწილы და კარაქიანი მაჩვი სუფრაზე


მოკლედ გუშინ ვიყავი რა ჩვეულებრივ საშუალო სტანდარტულ ქართულ ქორწილში, დავრწმუნდი კი არადა, ჩამოვაყალიბე ყველა ის ამაზრზენი ფაქტი თუ რატომ არ მევასება მე ქორწილები (ნუ ისეთი სახით როგორიც საქართველოში მიღებულია და სულ ტარდება)



პირველი რაც ყველაზე საშინლად მეჩვენება, არის სიძე- პატარძლის შემოსკუპება ღმერთმა იცის სად , ბევრ ფურფუშლებსა და ნუ რაღაც მარაზმში, სადაც წინ დიდი ტორტი დგას და ყველა მათ უყურებს პირდაფჩენილი.


მეორე ეს არის ტრადიციული თამადა და მისი არჩევა, სადღეგრძელოების თანმიმდევრობა და აღტაცებული შეძახილები აქეთ იქიდან.

მეზიზღება ისიც რომ ქორწილში უამრავი ხალხი ირევა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და არც მერე გაიცნობენ. ისე არათუ ერთმანეთს მგონი სიძე - პატარძალისთვისაც კი ბევრი მათი ნათესავი საააერთოდ ციდან მოვლენილს გავს.

ვერ ვიტან როდესაც ყველა ყვავი ჩხიკვის მამიდა არის ქირწილში და ეპოტინებიან სიძე - პატარძალს ტექსტებით ”ვაი შვილო , შვილო, ასე და ისე იყავით შვილო...” და მსგავსი ტექსტები.



ასევე სასწაულად ამაზრზენია რესტორნების შერჩევის კრიტერიუმები , მუსიკისა და საკვები მენიუს შემადგენლობა.
წარმოუდგეელია ჩემთვის რატომ უნდა გქონდეს ქორწილი ჩახუთულ რესტორანში, უგემოვნოდ გაწყობილ დარბაზში, სადაც სასწაულ ქართულ სიმღერებს მღერიან, რომელზეც შეიძლება ყურები ზედ მიგაჭკნეს და ამავდროულად სუფრას ავსებენ უცნაური და საძაგელი სუნის მფრქვეველი საკვებით.




მოკლედ ჩემთვის ეს ყველაფერი ესეიგი გამოცანად რჩება და საერთოდ ვერ ვხვდები ხალხს ქორწილი რა გონია, ან რისთვის აკეთებენ , ან საერთოდ რითი ფიქრობენ , გემოვნება სად დატოვეს და ბევრი სხვა კითხვა მაწუხებს, რაზეც ჯერ ჯერობით არ მაქვს პასუხი რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის.



ბედნიერად მენახეთ ყველანი თქვენს გემოვნებიან ქორწილებში

Post a Comment

17 Comments

  1. წოწ
    ზუსტად აღწერე :)))
    და ის დაგავიწყდა
    მცხეთაში გბოდიალების რიტუალი,რატა რამენაირად შეივსოს დრო ჯვრისწერა-ხელმოწერას და ქეიფს შორის

    ReplyDelete
  2. Anonymous10:10 PM

    ძირითადში გეთანხმები, მარა სიძე-პატარძალს რაც შეეხება, სადაც კი მინახავს ქორწილი საქართველოს გარეთაც სიძე-პატარძალი ყველგან სადღაც მაღლა და შორს იჯდა :D (ნუ თუ ფურშეტი არაა ან რამე მსგავსი)

    ReplyDelete
  3. და ჩვენ კიდევ იმედი გვქონდა რომ ოდესმე ევროპულ ქორწილებს ორგანიზებას გავუწევდით ამჭაობში :(

    ReplyDelete
  4. @Iasamani- ara ra xdeba ici, ai Zalian ugemovnobaa is rac aq aris sxvagan ar minaxavs magram nu aq rac aris ai dont laik it!

    :)


    @perckli - uii egec gamomrcha magram mayarshi ar viyavi da magitom :D


    @mari - me isev maqvs imedi imitom rom chemi qorcilia kak minimum kidev gasaketebeli :D

    ReplyDelete
  5. lol Cveni megobrebi daqorwindnen da me da Gm naruCnikebi vaCuqeT. restoranSi viyaviT mag dros da amaT gauswordaT gaikeTes maSinve da dadiodnen egre gadabmulebi da deeedaa ro awiokda uceb mTeli naTesaoba samezoblo TanamSromlebi restornis momsaxure personali staianSiki da ravi kide vin ara musikosebma dakvra Sewkvites da raRac da nu mokled moaxsnevines maSInve
    da mere mTeli saRamo vitandiT me da G "w w w w" mzerebs ggg
    kaSmar

    da kide "axalgazrdebis" sufras rom Tavze asvris Tamada wipa "gasagebia ro axalgazrdebi da Y**bi xarT, magram TamadasaviT pativsacem kacs unda mousminoT Tqven momavali Taobis dedebi da mamaebi.." aiaiiaiaiaiai
    uiiuiuiuiuiuiiui

    ReplyDelete
  6. Jenny, მაგარი გამოსვლა იყო!

    სუფთა ქალური პოსტია ქალური კომენტარებით. ბევრ რამეს არ ვეთანხმები და ჩემი აზრით კარგი იქნება, თქვენ რომ გათხოვდებით (თუ არ ხართ ჯერ გათხოვილები) თქვენი ქორწილი თქვენს გემოზაე მოაწყოთ.

    ReplyDelete
  7. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  8. სწორედ ასეთი ქორწილისადმი სიძულვილის გამო ვაპირებ ჩემი ქორწილი (თუ ქორწილი ერქმევა, პატარა სუფრა) იყოს ბუნებაში, უახლოეს ადამიანებთან ერთად :)

    ReplyDelete
  9. Jaco- ai qaluri ar vic magram kidev kargi rom chems gareshemo bevrfi fiqrobs rom amazrzenia es yvelaferi!
    qorcili ertia da unda iyos idealuri titqmis (an ramdenadac sheizleba) da ar minda rom vigac yvavi chxikvebi da chkuis mascavlebeli myavdnen me unda gamsicrdes qorcili da ara chems natevasebs da da zmebs! :)

    Jenny - au ra zan magari sachuqaria :D bravo :) me mindoda maseti stilis ragac mechuqebina magram mere vicodi sheuarxadada an satatnis mociqulad mcnobdnen da gadavifiqre :D

    (c)
    mudro ochen mudro :)

    ReplyDelete
  10. აუ, იმენა ცვეტში რა...
    საშინელი ქორწილები ვიცით რა...
    მე თუ ოდესმე გავთხოვდი, ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი მარაზმული ქორწილი არ მექნება...
    ის დაგავიწყდა, მერე უკვე ძალიან ღრმა სიმთვრალეში პირზე კაცები ერთმანეთს პირზე კოცნით რომ უმტკიცებენ, მე შენ ასე და ისე მიყვარხარო, არადა ცხოვრებაში საერთოდ რომ არ აქვთ ერთმანეთთან შეხება...

    @mari – შენ არ გქონია ქორწილი???

    ReplyDelete
  11. ra aris iciT?
    nu SeiZLeba TviTon wkvils ar undodes ასეთი დებილი ქორწილი მაგრამ როგორც წესი მშობლები "კისრულობენ" ამ ყველაფერს და შესაბამისად მათი გემოვნების და გაგების მიხედვით ეწყობა ქორწილი რა..
    და წყვილიც ისეთ პონტშია ლიჟბი დაქორწინდეს და უთმობს მშობლებს და თუ რამეს შეეწინააღმდეგება ისინი მაშინვე ცრემლებს ღვრიან რომ "მე ჩემი შვილი თეთრ კაბაში მოცეკვავე არ უნდა ვნახო??? ციალამ არ უნდა ნახოს რომელთანაც ერთ ოთახში აი უკვე 50 წელი ვმუშაობ?? ზაზა ძიამ არ უნდა ნახოს რომელიც უთოს უფასოდ გვიკეთებს ხოლმე?? " და ა.შ.

    გგგ

    ReplyDelete
  12. jenny
    eg martalia anu traki ar gaqvs fuli sheni araa, znachit budeaaa!! eg vafshe yleobaa mshoblebi unda chamokido tavit :D

    ReplyDelete
  13. Anonymous10:08 AM

    აბსოლუტურად ყველანაირი ქორწილი - გემოვნებიანიც, უგემოვნოც - სლეობაა და პაკაზუხობა.

    მაგაზე დასახარჯი ფულით ერთი კვირა სადმე დასვენება სჯობს.

    ReplyDelete
  14. ბაზარა ნეტუ, თუ ნათესავებს გინდა აჩვენო შენი ქმარი ცოლი და კაბა, კაია გააკეთე 600 კაციან რესტორანში, გამოფინე კაბა და ხელოვნური ღიმილი, და გასავათებული წადი მერე სახლში. მარა არ იქნება არაფერი ორიგინალური, ყოველთვის ეცმევა ვიღაცას სადღაც შენზე უკეთესი კაბა, ეყოლება უკეთესი დამკვრელები (და არა მუსიკოსები) და შენზე მეტი სტუმარი და ცნობილი ადამიანი სტუმრებს შორის.

    სამწუხაროდ საქორწილო მზადება იმდენ ხარჯთან და დავიდარაბასთანაა დაკავშირებული, ყველაზე მონდომებულ წყვილსაც კი ხშირად ავიწყდება იდეალები და გეგმები, როგორ უნდოდათ რამე ორიგინალური მოეფიქრებინათ და მერე ფეხის ხმას ყვებიან.

    არადა, ვითმ იმ წყვილს, გერგეთზე თუ კიდე უფრო მაღლა, კომბინიზონებში რომ დაიწერეს ჯვარი ორ გადარეულ მეჯვარესტან ერთად, სხვაზე ნაკლებად უყვარდათ ერთმანეთი თუ ნაკლები მეგობარი და ნათესავი ყავდათ?

    მოკლედ რა, ერთადერთია, უნდა დასახო პრიორიტეტი, რატომ გინდა ქორწილი, თუნდაც ეს იყოს კაბის გამო, რა მოხდა მერე, თავისი მუღამი აქვს ყველაფერს, მაშნ იყოს კაბის გამო გამოფენა, ან იყოს საკუთარი კაიფის გამო სადმე მთის წვერზე ბოტასებით. უბრალოდ მერე გული არ უნდა დაგწყდეს, რო ხარჯი ტყუილა გაწიე და ერთერთი მნიშვნელოვანი დღე გააბანძე.

    მახსოვს ბებე მე შენი ეგ იდეა, ქორწილების ორგანიზება რომ გინდოდა. მეც მინდოდა ერთ დროს, თუ დააპირებ, არ გამომაპარო, მე თუ ვერ მოგეხმარები, ვინმეს მაინც ვურჩევ შენს თავს :)))

    ReplyDelete
  15. ჯვარს დავიწერ(თ)
    და მაშინვე წავალ(თ) სამოგზაუროდ : ))
    მადლობა ღმერთს, მსგავსი მარაზმები თომასაც არ უყვარს : ))

    ReplyDelete
  16. გემოვნება სად დატოვეს?! სად უნდა დატოვონ გემოვნება, რომელიც არ აქვთ?! და მასა, ხალხის 99% ასეთია აშკარად...

    ასე რომ იყო, არის და იქნება მსგავსი თავშეყრები და ქორწილები

    და ისეთს, როგორიც მე მინდა მქონდეს, ძაააალიან ბევრი ფული დასჭირდება. ამიტომ რა თქმა უნდა ჯობია ჯვრისწერიდან - სამოგზაუროდ, ne otxodja ot kassi

    ReplyDelete
  17. Anonymous12:45 AM

    გეთანხმები ყველაფერში. სწორედ ესაა ის მიზეზები რატომაც არ მიყვარს ქორწილებში სიარული.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!