>მოსაგონარი<

მშვიდ და სასიამოვნი გარემოში, სადაც მზე ჩვეულებრივ თბილად ანათებდა, სადაც ფოთლები ხალისიანად შრიალებდნენ, სადაც ხალხი ჩვეულებრივად ცდილობდა და არაფერი გამოსდიოდა, სიცოცხლის ხალისით აღსავსე იპყრობდი გულებს....

ყველაში განურჩევლად ასაკისა და სქესისა ტოვებდი სასიამოვნო შთაბეჭდილებას....
იყავი ჩვეულებრივად განსხვავებული....
მშვიდი განწყობა არ გტოვებდა, სიცოცხლის ხალისი შენი ცხოვრების წესი იყო, მანამდე სანამ....


სანამ ჩვეულებრივი მზე და ბედნიერი განწყობა უცნაურმა წყვდიადმა არ მოიცვა....

წყვდიადი რომელიც ყველა ჩვენთაგანისათვის უცნობია და შენც აღარ მოგეცემა საშუალება ის ჩვენ გაგვაცნო და მოგვიყვე როგორია....

ამ უცნაურმა წყვდიადმა მარტო შენთვის კი არ მოიცვა სამყარო , არამედ ყველასათვის ვისთვისაც შენ ერთხელ მაინც გაგიღიმია, ყველასთვის ვისაც კი ერთხელ ყავდი ნანახი, ყველასთვის ვისთვისაც შენ ძვირფასი იყავი.....

ეს წყვდიადი შენთვის ცივ მაგიდაზე გაგრძელდა, მის სიცივეს უკვე შენთვის მნიშვნელობა არც ჰქონია, მაგრამ მას მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანებისათვის ვისთვისაც შენ სულ ცოტას მაინც ნიშნავდი.....

შენ წყვდიადში გაუჩინარდი, წახვედი იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან, ამიტომ აქ დარჩენილები ვერ ინუგეშებენ თავს , მაგრამ აქვთ იმედი, ის იმედი რომელიც არ კვდება ადამიანის აზროვნების გაქრობამდე, რომ შენ კარგად ხარ იქ სადაც მოხვდი....

შენთვის წყვდიადი იქ დამთავრდება სადაც შენი საყვარელი ადამიანები მათ სულს და გულს მიწაში ჩაგატანენ და კუბოს ფიცარზე ცრემლით უდიდეს კვალს დატოვებენ....

შენ ახლა შორს ხარ სადღაც უკეთეს სამყაროში და დაე ღმერთმა აცხონოს შენი სული!!!

მშვიდობით იყავი!!!!

MEXXXის მოსაგონად!

Post a Comment

3 Comments

  1. აუუუ, რა საშინელება ხდება რა!!!
    ლამაზი ნაწერია.
    ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. დაწერე რამე კიდე ამაზე გაჩერება არ შეიძლებაო იძახიან :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!