იწვა, ფიქრობდა რომ ღმერთი არსებობს და რაღაც კანონზომიერების მიხედვით აწყობს მისაღებ გამოცდებს , ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
ფიქრობდა იმაზე, რომ ყველაფერი ნორმალური იმ პატარა ”არანორმალურობებზე” იგებოდა რომელსაც ღმერთის მისაღებ გამოცდებზე თითოეული ჩვენთაგანი სჩადის.ბევრს ფიქრობდა, წყნარად და აუღელვებლად, სად ეჩქარებოდა, დილამდე დიდი დრო იყო....
თავი უცებ უცხო გარემოში ჩამოვარდნილ და გზააბნეულ სტუმრად მოეჩვენა. სტუმრად რომელიც არაფერს გააკეთებს რამის შესაცვლელად, რომლისათვისაც არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომლისთვისაც ყველაფერი მარტივი და უინტერესო იყო...
თუმცა კიდევ კარგი ეს მხოლოდ მოეჩვენა....
შემდეგ სწრაფად გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო რაღაც ძალიან სულელური ჩაედინა უახლოეს პერიოდში, მაგრამ ვერაფერი შესაფერისი ვერ მოიფიქრა და ხელი ჩაიქნია.
მორიგი აზრი რომელც ლიანდაგაცდენილი მატარებელივით დაქროდა მასში-იყო ბედნიერებაზე.
ბედნიერია? რა არის ეს ბედნიერება? თუ არის რა ჯანდაბად უნდა და თუ უნდა რა სარგებელი აქვს ამ მდგომარეობას?
ამაზე იმდენი იფიქრა თავბრუ დაეხვა და დაღლილობისაგან შესცივდა. ბოლოს გადაწყვიტა ბედნიერება შიგთავსიანი მარწყვის კამფეტივით იქნება-ჭამ, დიდხანს ელოდები შუამდე ჩასვლას, შემდეგ აღფრთოვანდები და უკანასკნელი ტკბილი ნერწყვის ჩაყლაპვისას გული დაგწყდება რომ აღარ არისო.
ამ უკანასკნელმა აზრმა გაახალისა , სასაცილოდ მოეჩვენა და ჩაიხითხითა.
ზუუსტად ამ დროს გაახსენდა რომ მარტო არ იყო, მან გააღვიძა....
.... საბანში ჩამთბარი გაბურძგნული არსება გააღვიძა.
ეს სასაცილო არსება ბურდღუნით შეიშმუშნა, თავი აწია და თვალის გახელის გარეშე სწრაფად ჩაეხუტა, შემდეგ კი ძალიან უცნაური ხმით ჰკითხა:
-აქ ხარ?
-ხომ არ წახვალ?
ძალიან დამაბნეველი და უცნაური იყო იმ მომენტისათვის ორივე კითხვა, თუმცა ორივეზე დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების შემდეგ კიდევ ერთმა ძალიაან უცნაურმა ფრაზამ გაიჟღერა:
-კარგი მაშინ დავიძინებ...
....ღამე უფრო შემაშფოთებელი აზრებით გაგრძელდებოდა, უფრო სწორად დაიწყო გაგრძელება, მაგრამ ამ სიტუაციის და კითხვების ახსნა მას არ ჰქონდა . მისმა ტვინმა გადატვირთვისა და აღელვების წინააღმდეგ ის ხერხი გამოიყენა, რომელსაც გათიშვა ჰქვია.
ოთახში მშვიდი სუნთქვა ისმოდა და მას მხოლოდ შეწუხებული კრუსუნი არღვევდა დროდადრო!
1 Comments
Thanks for writing this.
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!