წერილი

ჩვენ ორნი ვართ!




თუ ვიქნები მე, აუცილებლად იქნები შენც...
შენ ხარ ახლა ჩემი ერთადერთი სიხარული.
ჩემს გულს უღიტინებ, არ ასვენებ და ახალი მუხტით ავსებ!

შენ არ იცი რომ ჩემთან ხარ...
თავი მარტო გგონია, უცნაურ და გაუგებარ გარემოში. ....თუმცა მიუხედავად აბსოლუტურად ყველაფრისა, ის რაც მე მიყვარს ალბათ გეყვარება შენც.


ორივენი ერთად ვჭამთ და ვსვამთ, უბრალოდ ჯერ ერთად არ გვიხარია (ცხოვრება) , მაგრამ შენ ხომ გრძნობ, აღიქვამ თუ რა ხდება და როგორ ვარ მე?


.......ზოგჯერ ისე მოულოდნელად მახსენებ ხოლმე თავს, რომ ვშინდები. ეს ალბათ შენი მოუსვენრობის ბრალია,
მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარხარ!



შენი გულისათვის სისხლის უკანასკნელ წვეთსაც არ დავიშურებ, თუმცა ჩვენ ახლა ერთი სისხლი გვიჩქეფს ისედაც....

მინდა რომ მომავალში ვიამაყოთ....

....ვიამაყოთ რომ ჩვენ ერთმანეთს ასე კარგად ვიცნობთ, რომ ჩვენ თითქმის ერთნი ვართ.....


იმითაც ვიამაყოთ რომ "ჩვენ" ვართ!!

და როდესაც შენ ამ სამყაროს შეიცნობ ისე ,რომ მე შემეძლება (დახმარების ) ხელი აღარ გამოგიწოდო, აუცილებლად მოგწერ ასეთ წერილს რათა შეგახსენო რომ ისევე როგორც შენ არსებობდი და არსებობ ჩემს ცხოვრებაში , ისევე მე, შენი დაბადებიდან გვერდით ვარ და სულ ვცდილობ დაგეხმარო, გაგამხნევო და განუგეშო.....



უდიდესი სიყვარულით......































დედა!

Post a Comment

2 Comments

  1. Anonymous6:19 PM

    აააააა მარ უმაგრესიააააა.. ძალიან მომეწონააა

    მიყვარხარ:) მპუ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!