"ბოდიალები" # 2

ჩემი არსების ყოველი ნაწილი შენი ნახვის სურვილით იწვის, შენ ენატრები. შენზე ფიქრი ვერცხლისწალივით მეღვრება სხეულში და უწყვეტად მახსენებს (ჩვენს) წარსულს.
მენატრება შენი სითბო. მენატრება ლამაზი თვალები. ძალიან მომენატრა შენი კანის სურნელი....ყოველი შეხება....
შენთან ჩუმი საუბარიც სიგიჟემდე მომენატრა.... მენატრება შენი სამყარო..... და მისი დეტალები რომლებსაც მე მანდობდი....
ვგრძნობ სიცარიელეს..... მაკლია შენთან ურთერთობა და .........

სიყვარულიც.......

მთვარეულივით დავბოდიალობ ჩემს აზრებში.... წარსულს ვიხსენებ, ვძაბავ გონებას, მაგრამ არა... არაფერი გამოდის, ვერაფერს ვხვდები......


.....ზღაპარი ასე უცნაურად რატომ დამთავრდა??

Post a Comment

0 Comments