ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე.........
ვზივარ... სუნთქვა მიჭირს... როგორც არ უნდა იყოს 5100 მეტრი არც ისე ცოტაა..... მაგრამ მაინც რა სასიამოვნოა....
ყველაფერი უკან დარჩა... ყველაფერმა ჩაიარა...
ასეთ სიმაღლეზე ცხოვრება ერთი-ორად ლამაზი გეჩვენება..........
ყველა ფიქრი გტოვებს.....
ყველა გარდა იმ ფიქრებისა რომლებიც თვითონ დაიტოვე......
ჩემი ფიქრები ახლა საყვარელ ადამიანზეა......
ადამიანზე რომელიც მელოდება, და მიფრთხილდება....
ვზივარ.... სუნთქვა მიჭირს.....როგორც არ უნდა იყოს 5100 მეტრი არც ისე ცოტაა.....
არ ვიცი დავბრუნდები თუ არა უკან......
და მაინც ცხოვრება მშვენიერია....
მხოლოდ ეს უნდა დაინახო..........
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!