..............ძალიან მეჩქარება, ვცდილობ დრო არ დავკარგო.......
თითქმის მივრბივარ....................
ჩემს ფეხქვეშ შემოდგომის ფოთლები ოხრავენ, მიფრინავენ სხვადასხვა მხარეს.
იმედი მაქვს რომ დამხვდები......
.........მჯერა, რომ ისევ არ დაგკარგავ.....
შევძლებ.... დავინახავ შენს ნაცნობ ზურგს, დავინახავ შენს მოუსვენრობას, დავინახავ თუ როგორ ოხრავენ ფოთლები შენ ფეხებქვეშ, როდესაც გაბრაზებით გაჰკრავ ფეხს ჰაერში რაღაც წარმოსახვით ობიექტს......
იმედი მაქვს რომ შენი ჩაცმულობაც ნაცნობი იქნება და რაც მთავარია:მჯერა შენ ტკბილ, უცნაურ, მისგან განსხვავებულ სურნელს სულ მალე ვიგრძნობ.
მომენატრე, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს...............
...... მაკლიხარ.........
მინდა ისევ გავიგო შენი ხმა ....
....... ნაცნობი ინტონაცია.....
მინდა შენი მავნე იუმორის გემო გავიხსენო..........
.... მინდა გავბრაზდე....
კიდევ და კიდევ......
.....მე გულით მინდა.....
Dedicated to 28.10....
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!