არაშენდა პარკში - ჩვენი დროის გმირები II

ცოტა ხომ მოგიყევით უკვე პარტიზანებზე და ახლა კიდევ მოგიყვებით (მერე რა თუ ზოგ-ზოგიერთი გამიწყრა და დაიპუტა დასაპუტი)



დღევანდელი ნაწილს აჩიკო-ხაჩიკოთი დავიწყებ.
ულვაშებაწკეპილი დადის, ვერაფრით გავიგე დალის ჰბაძავს თუ კოსტათი უნდა რომ მიმართონ. ისეთი ენის პატრონია კიდევ კარგი ბასრი გვერდები არ აქვს თორემ აქამდე ასგზის დაიღუპებოდა, ისე კი საინტერესოა გესლის გამოდინებას როგორ აკონტროლებს, უეჭველად უნდა მასწავლოს.



ჩვენ ელენეც გვყავს, ამდენი ხანია ვარწმუნებ რომ ბროწეული კი არა წითელი ანანსია ის ხილი, რომელიც ასე უყვარს და გულზეც უკიდია, მგონი ჯერ არ სჯერა.
ელენე ექსტრემალია და თანაც ლამაზი,თუმცა არც ამის სჯერა დიდად მე მგონი.

ელენეს ბარემ ლიკასაც მოვაყოლებ - აი ლიკას აღწერა რა რთულია თქვენ არ იცით. სკოლაში მასწავლებლები რომ გვეუბნებოდნენ თავი რატომ არ დაგრჩაო ხომ გახსოვთ? ლიკას თავი მყარად რომ არ ჰქონდეს მხრებზე მიბმული აუცილებლად დიდი ხნის წინად დაკარგავდა, თანაც ამის შეეშინდებოდა და კიდევ უფრო მეტად დაკარგავდა თავს და რაც მეტად დაკარგავდა უფრო შეეშინდებოდა, მოკლედ დაუსრულებელი წრეა.


კიდევ ჩინელზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ემილი და რომელიც სალომეა, ამდენი რატომ არისო არ იკითხოთ, ყველა სხვადასხვანაირად ვხედავთ მას, ნეტა სარკეც რამეს ხომ არ ეძახის უნდა ვკითხო ერთი.


ძალიან ლამაზია, მაგრამ უცნაური, ზოგჯერ მგონია ფიფქიაში რომ ბოროტი ჯადოქარია ზუსტად ასეთი გოგოსგან გაიზარდა მეთქი - ლამაზი, უტყვი და ძალიან გულჩათრხობილია, მართლა შეიძლება სარკეს ელაპარაკებოდეს.
ხმა და სმენა კი აქვს სანაქებო და მომაჯადოვებელი, მაგრამ ისევ თავისი მორიდებულობის გამო აქა იქ თუ გავიგებთ ხოლმე სასიამოვნო ბგერებს როგორ აჟღერებს.

ვახოზეც უნდა გითხრათ ერთი ორი სიტყვა - მისმა მანქანამ ლაპარაკი რომ იცოდეს ალბათ ყურეები დააჭკნებოდა პატრონსაც და გარშემომყოფებსაც, არა ცუდად არ მართავს, მაგრამ მანქანასაც აქვს მოთმინება.
იურისტია და სწორად აირჩია პროფესია, ისეთი გაქნილია გამარჯობას რომ ამბობს ქვეტექსტს ვეძებ.



ჩვენს რიგებში ზურაბიც გახლავთ ბატონო, ძალიან ჭკვიანი და დარბაისელი კაცია, მაგრამ ზოგჯერ ისე უცნაურად ლაპარაკობს რომ მგონია რაღაც უცხო ენაა მხოლოდ ქალაქმგეგმარებლებს რომ ესმით და თარგმანი გუგლმაც არ იცის (ვცადე უკვე, სულ ტყუილად)
კეთილი იერი აქვს, მაგრამ გული მიგრძნობს მკაცრი ნირის კაცია.ისე მგონი ზუსტად ამ მახასიათებლების გამოა ნატა მის მიმდევრად რომ "გაფორმდა" და ჩვენს სარწმუნოებაში (იხილეთ ქვემოთ) განხეთქილება რომ შემოიტანა.



პარტიზან მებაღეებში ირაკლიც არის, კარგა ხანს მითი და გამოგონილი თანამებრძოლი მეგონა - მოვდიოდი ბანაკიდან არ იყო, მივდიოდი და მაინც არ იყო. შემდეგ მორიგეობამ მოგვიწია ერთად და მართალი აღმოჩნდა. მშვიდი, აუღელვებელი, თავშემონახული და ნამდვილი მოჩვენება.  
ღამის მორიგეობის დაწყებისას ვნახე 10 წუთით, მომესალმა, გამიღიმა  და დილით გაღვიძებულმა მისი კვალიც კი ვერ აღმოვაჩინე.
დღემდე ვფიქრობ ნამდვილად იყო თუ სიცივისა და დაღლილობის ამბავია.



როგორი ადამიანი წარმოგიდგენიათ, როცა ვინმეს პოზიტიურ და ფერად ადამიანად ახასიათებენ? დარწმუნებული ვარ ის ძალიან გავს ბლანკოს. მუდამ ხალისიანი, კეთილი, ყურადღებიანი და თბილი. არც პირდაპირობა აკლია, არაფერი შეგეშალოთ. საქმის ერთგულია, დაუზარელი, ნეტავ ასეთი შემართება ბევრს ქონდეს. იმ ადამიანთაგანია ბავშვობას რომ ინარჩუნებენ. სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ ის არის პარტიზანული მებაღეობის გართობის მინისტრი. (c) გივი გუნცაძე


დღევანდელი დღის ბოლო ლუკმად დათა შემოვინახე.
მართალია გავიფრინდა ჩიტი გვრიტი, მაგრამ მაინც პარტიზანია და თანაც როგორი.
სულიერი ლიდერი და მებაღეობის მამა (ბიჯოს რა ცუდად ჟღერს). დათაიზმი უცაბედად აღმოაჩინეს მებაღეების ვიწროო წრეებში, რომელსაც ნატამ წყალი შეუყენა შემდეგ. არა, ასე გიჟიც კი არ არის, ჩვენ ავიყოლიეთ უბრალოდ, ისე კი ცხვრის ტყავში გამოკრული მგელია.



ისეთი მშვიდია დღემუდამ, ზოგჯერ მგონია როდესღაც მიძინებული ვულკანივით უნდა ამოხეთქოს და წალეკოს გარშემო ყველაფერი. 


Post a Comment

9 Comments

  1. კუსკუსები ^^

    ReplyDelete
  2. Hazrebis tavisuflebaze tua laparaki choraobas tavi daanebet da saqme gaaketet... qveyana tavze gengrevat...

    ReplyDelete
    Replies
    1. Paata Nino

      ლევანს მიხედეთ სხირტლაძეს : )))))))


      და თუ ჩვენი გაკეთებული საქმე არ მოგწონთ თქვენ დაიწყეთ და ჩვენ თქვენს მაგალითს წამოვყვებით!

      Delete
    2. es xumroba iyo namdvilad :D

      Delete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. Kvela xumrobashi aris simartle...
    Tkven ra gaakete iseti rom adaianebze ese laparakis uflebas adzlevt tavs?
    Chven ukve gzashi vart da dagvewiet...

    ReplyDelete
    Replies
    1. Paata Nino

      თქვენ ვინ გკითხავთ მე ჩემს მეგობრებზე რას დავწერ??
      ლევანს მიხედეთ ისევ და ისევ გირჩევთ, თუ თქვენი მეგობარია რა თქმა უნდა : ))))

      თანაც სამწუხაროდ იუმორის გრძნობა სწავლებადი არ არის თორემ დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებდით საჯარო გაკვეთილზე : )))

      Delete
  5. Didi xania gadavabijet banalur iumors...

    ReplyDelete
    Replies
    1. მგონი ფარშევანგი გიჭერთ :))))))))))))))))))))))

      Delete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!