ყველაზე გენიალური ალბათ თავს დატეხილი უცაბედი ”მოგზაურობაა” ხოლმე, ხოდა მეც ზუსტად ასე დამატყდა თავს შემოთავაზება.
საჭესთან ვზივარ , ტელეფონი რეკავს. ძლივს მოვიძიე მობილური და ვპასუხობ – მაროა.
-მარ ხვალე ჯუთაში წამომყვები?
-საად? - ვკითხულობ და თან ტელეფონი მხრით მიჭირავს, სიჩქარე უნდა გადავრთო, შუქნიშანზე მანქანები მიმუხრუჭებენ წინ.

- ჯუთაში, როსტომი მიდის და გაყოლა გადავწყვიტე და იქნებ წამოხვიდე? – ისევ მიმეორებს.
- ჯუთაში? ხვაალ? რამდენი ხნით?
- ორი დღით უნდა ავიდეთ, ხოდა მარტო არ მინდა და წამო რა – ისე მეჩალიჩება თითქოს უარის თქმას ვაპირებდე.
- კიიი, კიიი წამოვალ აბა რაა! – და ვკიდებ ტელეფონს.

ბლინ, არც ის მიკითხავს რომელზე გავდივართ, არც ის კარავი უნდა წავიღო თუ არა, ან საერთოდ რა უნდა წავიღო, დავდებილდი, მაგრამ მანქანაში ვხტივარ უკვე.
სამოთხეში მივდივარ, ჩემს სამოთხეში – მე ხომ იქ ორი წელია არ ვყოფილვარ….

ნახევარ საათში ყველაფერი გავარკვიე და საქმიანი შეხვედრის მერე მაოსთან წავედი, რომ საჭირო რამეები ამეღო. სინდისის ქენჯნის გარეშე მივიღე გადაწყვეტილება (თანაც ჩემი ბიჭიც არ იქნება ქალაქში და ამიტომ უფრო მარტივი იქნება ვიკენდზე ”განშორებასთან” შეგუება :) )
მთელი ღამე ვალაგებდი ჩანთას , არა ბევრი კი არაფერი - მაგრამ მაინც, ზურგჩანთა კარგად უნდა იყოს ჩალაგებული რომ სატარებლად არ გამიზეზდეს, შემდეგ კი საკმაოდ გვიან დასაძინებლად დაწოლაც ვცადე.
შაბათს 1 საათზე დავიძარით სტეფანწმინდისაკენ. მარო, როსტომი, ზურა, გიორგი და მე. ზურა და გიორგი იმ დღეს გავიცანი, გზაში ბევრი ვიხალისეთ და სნოს როგორც კი გავცდით უკვე ყველა ზომაზე მეტად მობილიზებულნი გავხდით.

ჯუთიდან ასვლა ასე 5 საათზე დავიწყეთ. მომნატრებია ის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სოფელს ჭაუხისგან აშორებს და რომელიც ასეთი დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს.
გზაში ნისლიც მოგვეწია, გვარიანადაც დავიღალეთ, წყალშიც გავტოპე და ფეხების მაგივრად უკვე ლოლუები მება ბანაკში მისვლის დროისათვის.
როგორც ყოველთვის ჭაუხის ძირში ბევრი, ფერად - ფერადი კარვები და ზომიერად შეზარხოშებული მეკლდეურ – მთასვლელთა გუნდები დაგხვდნენ, დაგვეხმარნენ კარვის გაშლასა და დაბანაკებაში რადგან უკვე გვარიანად დაღამებულზე მივედით იქ.
როგორც კი გამოვიცვალეთ და აზრზე მოვედით მას. ვახშმობაც გაიმართა, ჩვენთან მოდიოდნენ და მიდიოდნენ როსტომის ნაცნობები , ვცდილობდით ცხელი სუპითა და ჩაით გავმთბარიყავით …. მოკლედ მაგარია ღამე ბანაკში , თანაც კარგად შეციებულზე რომ შეგიძლია ”სასტავში” ჩახუტებული დაჯდე და ჩაი ხვრიპო.

მეორე დილას ბიჭების ხორხოცმა დილის 8 საათზე გამაღვიძა.კარვიდან გავძვერი და ნისლშემოხვეული ჭაუხი იყო რაც დავინახე პირველი. ბიჭებს დილა მშვიდობის ვუსურვე და თვალების ფშვნეტით გავეშურე დილის პროცედურების განსახორციელებლად.
სასწაულია როდესაც კარგად ჩამთბარი დილის ნამიან ბალახზე ფეხებს გადმოდგავ და შეგაჟრჟოლებს , მაგრამ რაღაც განსხვავებულად, ისე არა როგორც სახლში საწოლიდან ადგომისას….
საუკეთესო დილა იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში…. ბანაკში დაბრუნებულმა ბიჭების ადუღებული წყალი შვეხვრიპე ჩაის სახით და შემდეგ უკვე მათ მზადებას ვუცქერდი 2 საათი. მწერვალზე ასასვლელად გაემზადნენ და 10 საათზე ბანაკი დატოვეს. ამ დროისათვის მარომაც გაიღვიძა და მოვყევით მაიმუნობას.
ჯერ ვეყარეთ გარეთ ბალახზე, შემდეგ ვისადილეთ, შემდეგ ისევ ვეყარეთ, ფოტოები გადავიღეთ, დარჩენილ საჭმელს მუსრი გავავლეთ, შეგვცივდა, შევძვერით კარავში, გადავიღეთ ლამაზი ფოტოები და ასე გავატარეთ დრო ბიჭების დაბრუნებამდე.
მწერვალიდან ისინი მშვიდობით დაბრუნდნენ და ჩვენც სოფლისაკენ გამოვემართეთ რომ დაღამებამდე გაგვესწრო ტრასაზე .
ჭაუხმა წვიმითა და ულამაზესი ცისარტყელით გამოგვაცილა
.
საუკეთესო ვიკენდი გამომივიდა ჯუთაში. სასიამოვნო საზოგადოებასთან ერთად გენიალურ ადგილას განვიტვირთე და მიუხედავად იმისა, რომ კუნთები ახლაც ძალიან მტკივა მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.

მე ♥ ჭაუხი!!! მე ♥ ლაშქრობა!!! მე ♥ მთა!!! მე ♥ საქართველო!!!

4 Comments
მშვენიერი მოგზაურობაა ;))
ReplyDeleteრად ზაწებია. პახოდში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვგრძნობ,რომ ძაან მაგარია და ოდესმე მეც მექნება მაგის ერთი ადგილი :დდ
ReplyDeleteასეთ ადგილას რომ წავიდე, ასეთი სილამაზე ვნახო და ასე შემდეგ. დილით რომ გავიღვიძებ და როგორ შენ წერ "როდესაც კარგად ჩამთბარი დილის ნამიან ბალახზე ფეხებს გადმოდგავ" აი ამ დროს ვინანებ ამ სილამაზესაც და ჩემს არსებობასაც. ყოველთვის მეტესტავება ლაშქრობაზე წასვლა მაგრამ, კომფორტი მაინც ყველაზე მეტად მხიბლავს :S
ReplyDeletevaime ra magaria!
ReplyDeleteMec siamovnebt cavidodi maset adgilas'
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!