ჩემში გაცოცხლებული ლიონებერგელი ემილი

იცით რა ? ცუდი დღეების არ მჯერა , უფრო სწორად არ მჯეროდა, მაგრამ უნდა მოგიყვეთ სულ ახლო წარსულში ჩემს თავს გადამხდარი ამბები.
ნუ ერთი შეხედვით წარმოუდგენელია ადამიანს ამდენი სისულელე ერთბაშად შეემთხვეს, თუმცა ფაქტია მე მოვახერხე.
იმ დღეს თავი ლინდგრენის ემილი მეგონა იმდენ ხათაბალაში მოვახერხე თავის გაყოფა.
91020051გაღვიძებისთანავე გამახსენდა რომ დიდი ხანია ”ბატინკებს” ცხვირები აქვთ ამძვრალი, ხოდა რაღა ”საპოჟნიკი” გავაბედნიერო მეთქი ვიფიქრე და სასწრაფო წესით წებო მოვიძიე ოთახში, მაგიდასთან მოვკალათდი  - დავიწყე დაწებება. ერთი ცალი კარგად წავიდა, უცებ მოვახერხე შეკეთება და გადავედი მეორეზე, აი აქ კი ჩამოკრა პირვლად უბედურების ზარმა. მაშინ როდესაც დიდის ამბით ჩავასხი წებო და ხელიც მაგრად მივაჭირე ლანჩას მივხვდი, რომ ჩემი ხელი საგულდაგულოდ მიეწება ”ბატინკის” ცხვირს, რომელზეც თურმე გამოჟონილი წებო იწონებდა თავს და მე ვერ შევნიშნე.
მინდა გითხრათ ფეხსაცმელზე მიწებებული ყოფნა დიდი ვერაფერი სარფიანი საქმეა, ესეც არ იყოს თქვენ არ იცით ხელის ”აწებება” რაოდენ რთული და მტკივნეული პროცესია. მოკლედ ერთი ბოთლი აცეტონი დავიცალე ხან ხელზე ,ხან ფეხსაცმელზე და როდის - როდის მოვახერხე კანიანად მობრდღვნა.
ეს ამბავი სადღაც შუადღემდე მეყო იმისათვის, რომ მშვიდად მჯდარიყავი, შემდეგ კი ისევ მოვიწყინე. დიდი ხანი არ მიფიქრია და ჩემს ოთახში არსებულ უზარმაზარ სარკეზე ნახატის გაკეთება გადავწყვიტე.
ჰო თითქოს საშიშად არ ჟღერს არა? მეც ეგრე მეგონა.
გადმოვალაგე საღებავები, ფუნჯები, გამხსნელი, ტილო და მოკლედ ყველა საჭირო ატრიბუტი, კომფორტულად მოვთავსდი (უკუღმა) დადგმულ სკამზე (სარკის წინ) და გამხსნელის ქილას თავი ავხადე. ვაიი რატომ არ გამისკდა იმ მომენტში მიწა და არ ჩამიტანა?
გამხსნელის ქილაში დაგროვებული უცნობი (ჩემთვის) აირები ამ გამხსნელთან ერთად პირდაპირ სახეში და გახელილ ცხვირპირში შემომეფრქვა.
აი გამწარება ამას ქვია თუ ჰქვია, უკან მომრჩა კანამძვრალი ხელიც და დილის თავგადასავალიც. P1100897ავღრიალდი და გავიქეცი აბაზანაში . ალბათ ასე 15 წუთი გამდინარე წყალს ვიყავი შეშვერილი, ხან პირღია, ხან თვალებდაყვლეპილი, ბოლოს როგორც იქნა წვამ და უსიამოვნო გემომ პირში იკლო , ხოდა დავბრუნდი სარკესთან.
ხასიათი გამიფუჭდა , ხატვა გადავიფიქრე (თუმცა დამცავი სათვალე მეგდო უჯრაში, რომელიც თავის დროზე არ ვიხმარე და შემდეგ განწყობა აღარ მქონდა). ცოტა ხანი ვიჯექი კომპიუტერთან უაზროდ ,შემდეგ კი ჩემში ისევ იმ მოუსვენრობამ გაიღვიძა , რომლითაც დილით მე თვითონ გავიღვიძე.
დიდი ხანი ვიწრიალე ოთახში, ხან კედლებს ვუყურე, ხან უჯრაში ვიქექე, ხან ბლოკნოტები ვაწიალე წინ და უკან , ბოლოს კი ჩემი ყურადღება ჩემმა პინ ბორდმა (საჭიკარტე დაფამ ) მიიპყრო.
დიდი ხნია კედელზე მაქვს მიყუდებული და ვიფიქრე დროა უკვე რომელიმე კედელზე ჩამოვკიდო, რომ უფრო აქტიურად მოხმარებადი გახდეს მეთქი. 
ისევ დიდი ხანი არ მიფიქრია, ჩავირბინე მამაჩემის სახელოსნოში, მოვიძიე საჭირო ზომის ლურსმანი, საშუალო ჩაქუჩი და ბედნიერი ამოვედი უკან. კედელი კომპიუტერის გევრდით მოვზომე, ისე რომ ხელი არ შეეშალა დაფას არც შუქის ანთებაში , არც ფანჯრის გაღებაში და მოვემზადე კედლის განსაგმირად.
ჩაქუჩის პირველივე მოქნევა სავალალო აღმოჩნდა და პირდაპირ ცერა თითში ვიტკიცე. ლურსმანი გამივარდა , ჩაქუჩი ტელეფონს დაეცა და მე კიდევ ისევ უწმაწური სიტყვებისა და გაურკვეველი ყმუილის კორიანტელი დავაყენე. კიდევ კარგი ტკვილმა მალე გაიარა და ისევ საქმეს მივუბრუნდი, ამ დღეს ისედაც ბევრ რამეს დავანებე თავი ბოლომდე მიუყვანლად და გადავწყვიტე ეს ამბავი მაინც ”მომეშორებინა” , თუმცა გაგიგონიათ – კოვზი ისევ ნაცარში ჩამივარდა და ისევ თავი დავიზიანე.
აი რა ვქენი : მეორე ჯერზე ლურსმანს ხელი იმაზე ქვემოთ მოვკიდე ვიდრე წინა ცდაზე, ხელი კედელს 654654კარგად მივაბჯინე და ჩაქუჩი მოვიღერე, რა მინდოდა ასე დაუნანებლად რომ მოვიქნიე არ ვიცი , მაგრამ ფაქტია ლურსმანნმა კედლის მაგივრად ჩემს თითზე კანი და ცოტაც ხორცი გახვრიტა , შემდეგ კი - გაჩერდა.
აი ამ დროს უნდა გენახათ თქვენ დიადი მორბენალი. ალბათ ასე 100 მეტრ ჩქარ სირბილში მსოფლიო პირველობას მოვიგებდი ისეთი ტემპით მივრბოდი ჩემი ოთახიდან სამზარეულოში, რომ იოდი და ბამბა მეპოვნა.
როგორც კი თითს მოვუარე ექსპერიმენტებს თავი დავანებე და საბოლოოდ შევეშვი იმ დღეს რამე საინტერესოს კეთებას, ამ დროს უკვე მოშიებულიც ვიყავი და სამზარეულოში მაცივარს ვეძგერე…
თუმცა ისიც ხომ გაგიგონიათ - გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო? ბევრს არ გავაგრძელებ და უბრალოდ გეტყვით – ამ დღეს მაჯაც დავიწვი ცხელი ტაფის დახმარებით.
ხოდა სულ ეს იყო რაც მინდოდა მომეყოლა , არავის გისურვებთ ასეთ უკუღმართ დღეებს ცხოვრებაში, ეს მართლაც მტკივნეულია!

Post a Comment

15 Comments

  1. Anonymous1:18 AM

    ho ase aekuntsleba xolme kvelaferi ertmanets :(

    ReplyDelete
  2. Anonymous1:47 AM

    კიდევ კარგი გარეთ არ გახვედი!

    ReplyDelete
  3. Anonymous2:25 PM

    ამ პოსტის წერისას კლავიატურაში თითი ხომ არ გაგეჭედა? ;დდ

    ReplyDelete
  4. ზატო შენ კიბო არგაქ . ეგენი არაფეირა :დდ

    ReplyDelete
  5. თავიდანვე შეეტყო დღეს რომ მაგარი პ***ჭი გამოდგებოდა ჰოდა გარეთ უდნა გასულიყავი, გასანიავებლად... თუმცა არა, ალბათ რაღაც დაგემართებოდა "ვარესი" :)

    ReplyDelete
  6. Rode - gadaვრჩი : )

    სალ - ლოოოოოოოოოოოოოოოოლ : ))

    დარიჩინ - ჰო გარეთ უარესი დამემართებოდა ალბათ : )

    ReplyDelete
  7. რა მხიარული პოსტი იყო :დ <3
    ბოლოში სარდაფში არ დაგამწყვდიეს? :)))

    ReplyDelete
  8. ეს რეები ჩაგიდენია, ჩორვენ :)

    ReplyDelete
  9. შენ რა დღეში ყოფილხარ :):):)თან, ერთმანეთს რომ მიეწყო ეს ფათერაკები? :)

    სამაგიეროდ, პოსტი გამოვიდა უგემრიელესი და უკიდურესად ოპტიმისტური.

    მე ასეთ "მარცხენაფეხიან" დღეებს გემრიელი სადილით და ძილით ვშველი :)

    ახლა კიდევ ერთხელ უნდა გადავიკითხო.

    ReplyDelete
  10. მერი - მე არა თავისით გამოვიდა : ))
    მოლ - ჰოოო , ასეთ ამბებში ხშირად ვახერხებ თავის გაყოფას : ) მარა ესე ერთბაშად იშვიათია : )

    ReplyDelete
  11. ქვედა ტუჩი წინ გავწია და ღრმად ამოვისუნთქე :) :*

    ReplyDelete
  12. რა მაცინებს, მაგრამ მაინც სახალისოა.
    ისე კი, რომ ვკითხულობდი, თვალწინ მეხატებოდა ყველაფერი და მართლა რა უსიამოვნო რაღაცეები გადაგხდენია. :((((

    ამ პოსტზე გამახსენდა ის ფაქტი, რომ მე შენ ვინი პუხს გეძახი (რუსულს ოღონდ). მისნაირი პუტკუნა და ბოხხმიანი ბუზღუნა ხმიანი :*
    ხოდა აი პიტაკა რომ დაიჭერს ქოლგას და ვინი ბუშტით ხელში სკისკენ რომ აფრინდება და იქ ფუტკრებს რომ გააავებს. ანუ თაფლის მოპოვება რომ არ გამოუვა, ეგ ამბავია ფაქტიურად :D :D

    ხოდა, თავს მიხედე. :))

    ReplyDelete
  13. Anonymous2:11 PM

    ეგ წებო თვალში ჩმესხა 4 წლის წინ, როგორ მოვახერხე არ მახსოვს.. მიმიქარავს,მიწებებული ხელის აძრობა, ისეთი ტანჯვა იყო,ერთი წამწამის მეორეზე მოშორება :დ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!