ავტო ვიკენდი და ჩახლეჩილი ხმა

რაღა დაგიმალოთ და ეს შაბათ- კვირა (14-15 მაისი) ჩემი ხმისათვის სავალალო აღმოჩნდა, თუმცა ეგ არაა მთავარი მოვლენა რაზეც მინდა მოგიყვეთ. დავიწყებ თანმიმდევრულად და ნელა ნელა ჩამოვაყალიბებ სათქმელს.
14 მაისს დღის 14:00 საათზე დიდუბეში დაგეგმილი იყო თბილისი ღია ავტო ფესტივალი 2011 .
ფესტივალის მიზანი რთული სათქმელია რა იყო თუმცა ეგ არაა ყველა დიდი ”პრომახი” მაგ ივენთში. ahn2j  
იდეაში დიდუბე პლაზას ეზოში უნდა ყოფილიყო ლამაზი მანქანების გამოფენა სადაც ნებისმიერ ავტო კლუბს (ან თუნდაც ერთ ინდივიდს) შეეძლო მონაწილეობის მიღება. გამოფენის შემდეგ კი დაგეგმილი იყო სახალისო შეჯიბრებები დარეგისტრირებულ გუნდებს შორის.
კარგია როდესაც ასეთი ივენთები კეთდება, მე მესმის რომ პირველ ჯერზე რთულია განსაზღვრო ყველა მინუსი და ”ლაფსუსი” რამაც შეიძლება თავი იჩინოს, მაგრამ ორგანიზების პრობლემები საქართველოში რომ ხშირი ფაქტია, ამიტომაც დავწერ ჩემს მოსაზრებას, იქნება დაეხმაროთ სამომავლოდ ასეთი რამეების ორგანიზატორებს.
ეს მოკლედ რომ ვთქვათ რა უნდა ყოფილიყო, იყო კიდეც ეგრე ყველაფერი მაგრამ იმდენად ბევრ დეტალში მოიკოჭლებდა ივენთი მთელი პოსტის თემადაც მეყოფა.
  1. დიდუბე პლაზას ეზოში არსებული ტერიტორია ძალიან ცუდად იყო ათვისებული, მაშინ როდესაც მონაწილე მანქანების დასაყენებელი ადგილი აღარ დარჩა. ავტომობილები უაზროდ მიმოიფანტა ყველგან, რაც ფესტიველის იდეას აფუჭებდა აბსოლუტურად. არც ისე შემინიშნავს ვინმეს თავიდან ბოლომდე გაეკონტროლებინოს ფესტივალის მანქანების გადაადგილება და ტერიტორიაზე განაწილება, კი დარბოდნენ ვიღაცეები და იძლეოდნენ განკაურგულებებს , მაგრამ მხოლოდ გამოუვალი სიტუაციის დროს.
  2. წამყვანები – მგონი ღონისძიების წამყვანები ერთ ერთი დიდი ტკივილია ქართულ რეალობაში. ან 327guწამყვანები არიან ენაბლუები და დებილები (დაწერილ ტექსტებსაც ვერ ახმოვანებენ) ან ძალიან მატრაკვეცები და მოტლიკინეები, რომლებიც სულელური გამონათქვამების მთელს კორიანტელს აყენებენ. შუალედური მე არსად არაფერი შემხვედრია.
  3. ჟიურის წევრების რაოდენობა და მათი საქმიანობის სფეროები დიდად კავშირში ვერ იყო ივენთთან, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, ამიტომ 20 კაცი რომელიც ქელეხის მაგიდის მსგავს რამესთან იყო მიმსხდარი რედ ბულის ვიგვამის ქვეშ საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა. მესმის რომ სპონსორები და პარტნიორები ”ძელა სვიტოე” მაგრამ ასეც არა.
  4. ძირითადი სანახაობრივი პრიზი უნდა ყოფილიყო  -გამარჯვებული ავტოს გარეცხვა მოდელი გოგონების მიერ, აი აქ იწყება თავდავიწყება მეგობრებო. ჯერ ერთი მოდელები როცა მოდელობენ მათთვის არ უნდა იყოს უცხო არანაირი სანახაობრივი გამოსვლა იქნება ეს ძუძუს თამაში თუ ლამაზად გამოწყობილ კაბაში მანქანის რეცხვა და ქაფში ”თუხთუხი” ,ხოლო თუ მათ ეს უტყდებათ ვაი მაგათ პატრონს, ნუთუ მოდელობა მხოლო გათხოვებისთვის უნდათ? თანაც ორგანიზატორების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ასეთ პრიზს აწესებ კეთილი უნდა ინებო და ეს შენი გოგოები ისე უნდა მოამზადო რომ სარეცხი ღურბელი ორი თითით არ ეჭიროთ, შოუც შექმნან და გამარჯვებულთან არ მივიდნენ საქმის ჩასაწყობად – ” გეხვეწებით ერთი გადავუსმევთ ღრუბელს და მეტი არ გვარეცხინოთო” – სამარცხვინოა ეს!!
  5. და ბოლოს დაჯილოდვების ცერემონია. იმას რომ თავი დავანებოთ თუ რა და როგორ იყო r8vvzპრიზებად ,უნდა ვთქვათ თუ სად და როგორ გაკეთდა ეს ცერემონია. მესმის რომ მარკეტინგულად ძალიან სარფიანია , როდესაც რომელიმე გასართობი დაწესებულება იღებს თავის თავზე მასპინძლობას და უზრუნველყოფს საინტერესო დაჯილდოვების ღონისძიების ჩატარებას, მაგრამ როდესაც საკმაოდ მასშტაბური ფესტივალის დაჯილდოვებაზეა საუბარი ეს არ უნდა მოხდეს ორ სართულიან შეჭუჭყულ კაფეში, სადაც მხოლოდ ჟიურის წევრების სრულად გამოცხადებისას (თანაც დაქალ-ძმაკაც-ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად) მონაწილეების ნახევარის დატევაც კი შეუძლებელი ხდება. თანაც ორგანიზატორებს უნდა აწყობდეთ ყველა ადამიანის შესვლა იქ (ნუ ვინც მანამდე იყო და იღებდა მონაწილეობას ) და არ უნდა ეაგრესიულებოდეს არავის, მით უმეტეს მაშინ თუ ეს ადამიანები მედიის წარმომადგენლები არიან.
მოკლედ ასე იყო ამ ფესტივალის ამბები, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კარგია როდესაც ასეთი რამეების ორგანიზება ხდება! ძალიან მისასალმებელია ახალი წამოწყებები, მაგრამ ორგანიზატორები ძალიან ბევრი რამისადმი უნდა იყვნენ მზად, უნდა ჰქონდეთ გათვლილი ყველა მოულოდნელი სიტუაცია და ბოლოს ცოტა უფრო მეტად სანახაობრივი უნდა იყოს ეს ივენთი, მით უმეტეს მაშინ როდესაც ეს ასეც უნდა იყოს. მე დაველოდები შემდეგ ასეთ ფესტს და ვნახავ შეძლეს თუ არა ორგანიზატორებმა დაფიქრება და რამის გამოსწორება.
slu6f
პ.ს ამ ფესტივალზე შეჯიბრებებში OFF ROAD TEAM-მა გაიმარჯვა 3-დან 2 კატეგორიაში. ♥
***
გადავიდეთ 15 მაისზე- დღეზე როდესაც ჩატარდა წყვილთა რბოლა ვარკეთილში. ეს ღონისძიება უფრო ნორმალურად იყო ორგანიზებული, ეზრუნათ იმაზეც რომ მთელი ტრეკის გასწვრვ გაბმული იყო ლენტები უსაფრთხოებისათვის (მაყურებლის შტერ თავებში რომ შესულიყო ინფო იმაზე რომ ტრეკზე გადარბენა გადმორბენა სიკვდილის ტოლფასია) მსაჯები განაწილებული იყვნენ მთელს ტრასაზე და უზრუნველყოფდნენ რეტარდერების დროულ აღდგენას.
საყურებლადაც საინტერესო გამოდგა შეჯიბრი, იყო დაზიანებებიც, საშიში მომენტებიც თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მიუხედავად საკმაოდ ცუდი ამინდისა მაყურებლის ნაკლებობას არ უჩიოდა რბოლა, რაც ძალიან გასახარებელი ამბავია. img2907320x200 img2956320x200
ჩემი მწირი ცოდნითა და გამოცდილებით ერთადერთი ”შენიშვნა” მექნებოდა ორგანიზატორებთან, მგონი აჯობებდა რომ მსგავსი მონაცემების და შესაძლებლობების მანქანები ძირითად ცხრილში ერთად განეთესათ.
საბოლოოდ ძალიან , ძალიან სასაიამოვნო შაბათ – კვირა მქონდა, გავერთე ვისიამოვნე და მიუხედავად იმისა რომ სადღაც ქალაქში ხმაც დავკარგე ( და ახლა გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭივით ვხრიალებ) მაინც ძალიან დადებითი ემოციები დამიგროვდა.

Post a Comment

0 Comments