ადრენალინი [ფრანგ. adrenaline] - ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვალი; მიიღება სინთეზურადაც; სამკურნალო საშუალებაა.
|
16-17 აპრილს იყო წყვილთა რბოლა , აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვინაიდან არც თუ ისე გულგრილი ვარ მსგავსი შეჯიბრებების მიმართ - ორივე დღეს წავედი (მთელი ამალით).
პირველი დღე საკვალიფიკაციო იყო, ანუ მრბოლელები სამი წრის გავლის შედეგებით განითესებოდნენ შეჯიბრის ძირითად ცხრილში. ძალიან საინტერესო იყოთქო მოგატყუებთ, თუმცა შეიძლებოდა უკვე ფავორიტების შერჩევა და დაახლოებით იმის ნახვა თუ ვის რა შეეძლო.
ფრიად ნასიამოვნებმა დავტოვე შეჯიბრის ტერიტორია,სიტუაციაც ძალიან კარგი იყო. სხვადასხვა ავტოკლუბის წარმომადგენლები მეგობრულად უცქერდნენ მონაწილეებს, იყო ერთი სჯა ბაასი და შენიშვნა – შეფასებების კორიანტელი.
17 აპრილს კი … ოო ამ დღეს იყო ნამდვილად ადრენალინის ზღვა და სასიამოვნო გულშემატკივრობა.
წარმოიდგინეთ გვერდიგვერდ მდგომი მანქანები, რომლებიც ძრავის განხვავებულ ხმებს გამოსცემენ, პილოტები დაძაბულები ჩაფრენიან საჭეებს და მსაჯის დროშიც დაქნევას უცდიან, შემდეგ კი გულისგამაწვრილებელი ხრიალითა და ღმუილით შედიან შეჯიბრის ტრასაზე…
ისე შევნიშნე , რომ ყველაზე საინტერესო მითქმა მოთქმა არის ხოლმე , როდესაც ასეთ შეჯიბრზე მდედრი მონაწილე ჩნდება.
ამ შეჯიბრზე ეკატერინე კოსირატიმაც მშვენივრად იასპარეზა, როგორც არ უნდა ვთქვათ, თუმცა ალბათ გამოცდილება დააკლდა, მაგრამ მაგას ეშველება.
ჰოდა სად გავჩერდი? ადრენალინზე ხო? უნდა გითხრათ რომ ადრენალინის გამოყოფა მხოლოდ მონაწილეებში კი არა მაყურებელ/გულშემატკრივრებშიც ისე აქტიურად ხდება რომ პილოტებისგან განსხვავებული შეგრძნებები არ გვექნებოდა თითეულ ჩვენგანს.
საკვალიფიკაციო ”заезд”-ის მერე (ნუ მაპატიეთ ეს სიტყვა ქართულად ვერაფრით გავიხსენე) მყავდა სულ სამი ფავორიტი.
1.სუბარუ
2.ევო
3.გაურკვეველი მარკის მანქანა რომელსაც ლოგოდ ჰქონდა Z –ი
საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ სუბარუმ აიღო მეორე ადგილი, ხოლო პირველ ადგილზე გავიდა BMW.
რბოლა ფრიად და ფრიად დაძაბული იყო, ბოლოს უკვე ისე ვნერვიულობდი რომ მანქანიდან გადმოვფრინდი და ვცმუკავდი ადგილზე, დედაჩემმა კიდეც ტვინი წაიღეო მითხრა- როცა გულშემატკივრობის პიკზე მანქანის საყვირიდან ხელი ვეღარ ავიღე : )
საბოლოოდ შემიძლია გითხრათ რომ მე ფრიად და ფრიად ვისიამოვნე, ხოლო წინ კიდევ Off road შეჯიბრი გველოდება პირველ მაისს! ♥
2 Comments
მაგარია...
ReplyDeleteმე სულ მინდოდა რომ ესეთი რბოლის მონაწილე ვყოფილიყავი, სისწრაფე ძალიან მიყვარს და ტარებაც.. პრავა კიდე დღემდე არ მაქვს. ვეღარ მოვაბი თავი.
ექსტრემალი ჩორვენი თავის ამპლუაშია.
ReplyDeleteმანქანა მიყვარს, ტარებაც, სიჩქარეც, მაგრამ რბოლაში მონაწილეობას მაინც ვერ გავბედავ...
მდედრ მრბოლებს ფორმა უხდება, უფრო ეფექტურად ატარებენ და ალბათ იმიტომ...
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!