მოკლედ აგერ უკვე გამოზაფხულდა და ეგაა, ხოდა ესეიგი ეგ ნიშნავს იმას რომ დროა ლაშქრობებისთვის მზადება დავიწყოთ.
ნუ შეიძლება ძალიან გამოცდილი არ ვარ მე თვითონ, მაგრამ ასე თუ ისე ნაბოდიალები ვარ ბევრ გამოცდილ ადამიანთან ერთად და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ცოდნები, იმისათვის რომ ორჯერ უფრო მეტად ისიამოვნოთ ყველაფრით და ზედმეტი თავისტკივილებიც აიცილოთ. (კეთილი ვარ და მინდა ყველა დატკბეს იმ შესაძლებლობით რაც ლაშქრობებში გვეძლევა)
ესეიგი სანამ სადმე წავალთ აუცილებელი გადავწყვიტოთ მთავარი საკითხი - სად?
როდესაც ამას ავარჩევთ და ზუსტად განვსაზღვრავთ, აუცილებლად დგება დღის წესრიგში შემდეგი საკითხი – რით?
ნუ ამ შემთხვევაში არსებობს რიგი ვარიანტებისა.
1. თუ თქვენ გინდათ ლაშქრობა, რომელიც დაიწყება ერთ წერტილში და დასრულდება სულ სხვა ადგილას , მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ სამარშრუტო ტაქსი , რომელსაც ზუსტად უნდა აუხსნათ როგორც თავდაპირველი ლოკაციის ადგილი - ისე საბოლოო დანიშნულების წერტილი რათა არ დარჩეთ სადმე ღრმა მიყრუებულ სოფელში.
2. თუ თქვენ გინდათ საძონძაოდ (ანუ ერთ უცვლელ წერტილში საბანაკო ადგილის გაშლა, რამდენიმე დღე იქ წოლა – ჯდომა - დგომა და უკან ჩამოსვლა უკვე განვლილი გზით) წასვლა , ანუ საიდანაც ახვალთ იქიდანვე ჩამოხვალთ, მაშინ საკუთარი მანქანებით წასვლაც შეიძლება. მანქანას დატოვებთ საძონძაო ადგილის მახლობელ სოფელში და იქიდან ფეხით აიბოდიალებთ.
ამის შემდეგ უკვე დგება შემდეგი საკითხი – საკითხი რომელიც ეხება გამყოლს ან კარგ რუკა/ნავიგაციის სისტემებს.
თუ თქვენ ახალბედა ხართ და არც ისე კარგად იცით დასალაშქრი ადგილები, არასოდეს გისარგებლიათ რუკითა და კომპასით - უმჯობესი იქნება თუ პირველ ჯერზე გამოცდილ გიდს (გამყოლს) წაიყვანთ თან.
თუმცა თუ უფრო ექსტრემალური გინდათ რომ ლაშქრობა იყოს, მაშინ მოსანახულებელი ადგილის ზუსტი (დაწვრილებით) რუკის, კომპასის ან ყველაზე მარტივი ჯიპიეს (GPS) ნავიგატორის მოძიება/შეძენა მაინც მოგიწევთ. (ისინი სამომავლოდაც გამოგადგებათ)
ამის შემდგომ იწყება უკვე ზრუნვა კარავ – საძილე - პარალონებზე!
გირჩევთ რომ საძილე ტომარა კაკ მინიმუმ –10 (მინუს) გრადუსიანი შეარჩიოთ! თუ დაგცხებათ გაიხსნით და აი თუ ლაშქრობაში ღამე გაგყინათ მაშინაა ცუდად საქმე. თანაც აუცილებლად ბუმბულის და აუცილებლად რაც შეიძლება მსუბუქი და პატარად დაკეცვადი.
კარავი აუცილებელია რომ იყოს ტენტიანი. ტენტი უნდა ფარავდეს კარვის ძირითად კონუსს მთლიანად და კიდევ უნდა რჩებოდეს ადგილი , კარვის ტენტი აუცილებლად უნდა იყოს ცალჯე ძირითადი კონუსისგან და იშლებოდეს ცალკე. (ეს ყველაფერი იმისათვის რომ ვაი და თქვენთანაც აღმოჩნდეს ვინმე დედაჩემისნაირი და მთაში მისი ამინდის მოსურვებები ერთბაშად ხდებოდეს, არ ჩაიხრჩოთ წლით სავსე კარავში :)) )
შემდეგ მოდის ზურგჩანთა - ატრიბუტი რომელმაც უნდა გასიამოვნოთ, ატრიბუტი რომელიც თქვენ უნდა შეგეზარდოთ და ერთ მთლიანობად იქცეთ.
ზურგჩანთას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წელის სარტყელი (რადგან მისი შეკვრისას წონა ზუსტად ნაწილდება მთელს ზურგზე და არ გტკენთ მხრებს და წელს) აუცილებლად უნდა ჰქონდეს განიერი და რბილი სახელურები, რადგან 40 კილოგრამის (ან მეტის) ტარებისას მხრები წინდებში არ ჩაგეჩაჩოთ :) აუცილებელია ზურგჩანთა კარგად იკვრებოდეს და ჰქონდეს დამატებითი სარტყელები გარედან, რათა პარალონი მოხერხებულად დაამაგროთ და შიგნით წყლიანი ბოთლი შეჩურთოთ.
ამის შემდეგ არის პარალონი (საძილეს ქვეშ დასაგები ჭრაჭუნა მორეზინო რაღაც, რომ არ მიეყინოთ მიწას) ნუ პარალონზე ვერაფერს ვიტყვი , მთავარია იყოს რა. ნებისმიერი მსუბუქი, ჭრელი თუ სადა , მორეზინო თუ მოკაუჩუკო არ აქვს მნიშვნელობა.
აი ეხლა კი გადავიდეთ ყველაზე რთულ რამეზე – რა წავიღოთ ლაშქრობაში? როგორ ავარჩიოთ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი?
რაც მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაფერი რასაც ჩვენ თან წავიღებთ ჩვენივე ზურგით უნდა ვატაროთ, ამიტომ სანამ რამეს ხელს დავავლებთ და ჩავუუძახებთ ზურგჩანთაში კარგად უნდა ავწონდავწონოთ - ნამდვილად გვინდა?
ესეიგი თუ ლაშქრობა არის 3+ დღე მაშინ აუცილებელია დღეების ზუსტ რაოდენობაზე გათვლილი ტრუსები და წინდები და თითოც დამატებით ფორსმაჟორული სიტუაციისტვის. მაისურები უნდა წავიღოთ დღეების რაოდენობა გაყოფილი 2ზე. ერთი თბილი ერთი თხელი/მოკლე შარვალი , ბრიჯი , ელასტიკი ან შორტი. აუცილებელია ერთი ძალიან თბილი ჯემპრი და ”პუხი”ს ქურთუკი (მთაში მზე როგორც კი გადავა ჩათვალეთ ზამთარია). ასევე მნიშვნელოვანია დიიდი საწვიმარი, ისეთი რომ თქვენც დაგფაროთ და ზურჩანთაც, ნუ თუ ეგრე არა თქვენ მაინც რომ მთლიანად დაგფაროთ.
ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ მზისგან დამაცავი საცხი (ცხვირი და ყურები ცუდად გამოშვერილი ორგანოებია რომელიც ელვისებურად პირველები იბრაწება მთაში და გინდათ ეხლა ან სპილოს ან ჩებურაშკას რომ დაემსგავსოთ?) და ქუდი ან რაიმე თავსაბურავი, რადგან მზის დარტყმა არაა საუკეთესო რაც შეიძლება მთაში დაიმართოს ადამიანმა.
ფეხსაცმელს რაც შეეხება – აუცილებელია ერთი მოქმედი და ძირითადი ”ბატინკი” , შესაძლებელია რამე მსუბუქი სპორტული ფეხსაცმლის წაღებაც თუმცა მე ამის მაგივრად ეგრეთწოდებული ”ბასანოჟკები” მიმაქვს ხოლმე, რადგან მდინარეში ან მის კალაპოტში იმით სიარული უფრო ადვილია, ადვილადაც შრება და მსუბუქიცაა.
ამასთანავე არ დაგავიწყდეთ – პირსახოცი,ფანარი, დანა, ჩანგალი, კოვზი, პლასტმასის ჭიქა და თეფში, კბილის ჯაგრისი, საპონი (თუმცა ეს არ ვიცი რათ გინდათ : )) იქ მიწაც კი სუფთაა!)
ეცადეთ არაფერი წაიღოთ მსხვრევადი და შუშის, არც წყალთან შეხებისას ფუჭებადი იმიტომ რომ არასოდეს იცი რა მოგიწევს მთაში.
მგონი სულ ეს იყო : ) შემდეგ ჯერზე თუ არ დამეზარა საკვების, ადგილის, ზურგჩანთის სწორად ჩალაგების და საზოგადოების არჩევის საუკეთესო მეთოდებზე მოგახსენებთ : )
6 Comments
ლაშქრობა :შ
ReplyDeleteრამდენი ხანია არ ვყოფილვარ სადმე :(
ReplyDeleteლაშქრობას ვგულისხმობ :)
Clown - ra moxda??
ReplyDeleteTom - mere droa ukve ^_^
ძირითადად ყველაფერში გეთანხმები და თუ რჩევაა ნამდვილად სწორიცაა, მაგრამ პირადად მე არ ვსვამ კითხვას სად? მთავარია სადმე... :) და წასაღებად პირველი რაც მხსენდება რაც აუცილებელია, მინიმუმ 1 ლიტრიანი ჭაჭაა :))) მაგის გარეშე ,,იქ” ცხოვრებას აზრი არ აქვს :))
ReplyDeleteუახლოეს 10 დღეში აუცილებლად გავალ 3 დღიანზე სანამ სწავლაა და მერე უკვე... :)))
ცოტა რომ შეგეშველოთ ხომ არ გეწყინებათ?1) აუცილებლად მთაში უნდა წაიღო მცირეოდენი არაყი ან ჩაჩა. 2) პარალონი ერთერთი მთავარი ნივთია ლაშქრობაში, როდესაც ჩერდები ნახევარი საათით ვთქვათ ან მეტით ხოველთვის მოხსნი და დაიფენ რათა არ შეგერჩოს ათასი უბედურება მინიმალური კომფორტი. პარალონი უნდა იყოს სქელი დამკვრივი, ასეთი პარალონები არის ხაკისფერი და გირს მაქსიმუმ 20-25 ლარი (აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს ძილისთვის). 3) ფეხსაცმელს რაც შეეხება ახალი არასდროს არ უნდა წაიღოთ, რაც შეიძლება ნახმარიდ აფეხზე მომჯდარ, თორემ ფეხებს დაგაგლიჯავთ. 4) მინიმუმ ალუმინის ჭიქა და რაც შეიძლება ნაკლები ერთჯერადი ასე ბუნებას უფრო მეტად ვაბინძურებთ.კდიევ რამემ თუ დაგაინტერესათ შემოგვისეირნეთ :) http://hike.ge/ http://hike.ge/index.php/forum/index
ReplyDeleteAchi - ამჯერად ვტოვებ ამ კომენტარს, იმიტომ რომ კარგი რჩევები წერია, შემდეგ ჯერზე საიტის რეკლამას დავინახავ თუ არა კომენტარი გაქრება! რეკლამა ფული ღირსს!!
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!